ილიას უნივერსიტეტში ბორის აკუნინთან შეხვედრა გაიმართება
საზოგადოება - 12:38, 18 Oct, 2016     1901
18 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევითა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მწერალ ბორის აკუნინის (გრიგოლ ჩხარტიშვილი) შეხვედრა მკითხველთან.

დღეისათვის ყველაზე პოპულარული ქართული წარმოშობის რუსი მწერალი და, ამასთანავე, ლიტერატურათმცოდნე, იაპონისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე გრიგოლ ჩხარტიშვილი, რომელიც ბორის აკუნინის ფსევდონიმითაა ცნობილი, 1956 წელს საქართველოში, ზესტაფონში, დაიბადა. მისი ოჯახი მალევე გადავიდა საცხოვრებლად მოსკოვში, სადაც მწერალი გაიზარდა. სწავლობდა რუსეთში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, აქვს ისტორიკოს–იაპონიისმცოდნის დიპლომი. არის მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელი ინგლისური და იაპონური ენებიდან. გამოქვეყნებული აქვს როგორც ესეისტიკა („მწერალი და თვითმკვლელობა“ 1999), ისე ისტორიული ჟანრის ნაწარმოებები („რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“, 2013-იდან დღემდე) . პირველი მხატვრული ნაწარმოები ბორის აკუნინის სახელით 1998 წელს გამოაქვეყნა. განსაკუთრებული პოპულარობა მწერალს მოუტანა ისტორიულ-დეტექტიური რომანების სერიამ ერასტ ფანდორინზე. მისი რომანები თარგმნილია მრავალ ენაზე და მრავალჯერაა ეკრანიზებული.

მწერალთან შეხვედრა გაიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში.

შეხვედრის მოდერატორია მაია ჯაგი, ლონდონში მოღვაწე ლიტერატურის კრიტიკოსი და კულტურის ჟურნალისტი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორი

მაია ჯაგი მრავალი ჯილდოს მფლობელი ლიტერატურის კრიტიკოსი და კულტურის ჟურნალისტია. მას განათლება მიღებული აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტსა და ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. მისი ავტორობით სტატიები ქვეყნდება Financial Times -სა და the Guardian-ში. ინტერვიუ აქვს ჩაწერილი ლიტერატურის სფეროს 12 ნობელიანტისგან და არის მრავალი ლიტერატურული კონკურსის (მაგ.: Dublin Impac Prize, Man Asian Literary Prize in Hong Kong) ჟიურის წევრი / თავმჯდომარე. შეხვედრის დასასრულს, გრიგოლ ჩხარტიშვილს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

შეხვედრის განრიგი

19:00-19:15 - მისასალმებელი სიტყვა

პროფესორი გიგა ზედანია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სალომე მაღლაკელიძე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი მაია ჯაგი, ლიტერატურის კრიტიკოსი და კულტურის ჟურნალისტი

19:15-19:30 - მოხსენება გრიგოლ ჩხარტიშვილი (ბორის აკუნინი)

19:30-20:15 - კითხვა-პასუხი

20:15-20:30 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონია

დრო: 18 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)

ადგილების რაოდენობა: 250 დასწრება თავისუფალია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42