"არც ადარდებთ მოკვდებიან, თუ იცოცხლებენ" - უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის ცხოვრება ვაგონში სამი შვილით
საზოგადოება - 13:55, 17 Oct, 2016     2588

"ბავშვების საცოდაობით დაიწვება ადამიანი"-ხუთსულიანი ოჯახის ცხოვრება ვაგონში.

"ბავშვების საცოდაობით დაიწვება ადამიანი, ზაფხულში ფანჯარას ვერ აღებენ და იხუთებიან ამ ვაგონში, ზამთარში ისე წვალობენ, ლამის გაიყინონ, სამი ბავშვი ასეთ პირობებში შეიძლება? არავინ ყურადღებას არ აქცევს. რამდენჯერ დაწერა განცხადება და შეიტანა გამგეობაში, მაგრამ მისვლითაც არ მისულა არავინ, ენახათ რა პირობებში არიან. ასეთი ხალხი სჭირდებათ მხოლოდ იმისთვის, რომ ხმა მიიღონ, სხვა მხრივ არც ადარდებთ მოკვდებიან, თუ იცოცხლებენ. არა გაზი, არა გზა, არა შუქი, ასეთი გაჭირვებული ოჯახი არ მგონია სხვა იყოს სადმე" - გვიყვება გურიანთაში მცხოვრები ხუთსულიანი ოჯახის, აროშიძეების ახლობელი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, ზეგანის დასახლებაში მანანა და ომარ აროშიძეები სამ შვილთან ერთად, წლებია მატარებლის ვაგონში ცხოვრობს.

ოჯახი სოციალურად შეჭირვებულთა კატეგორიას მიეკუთვნება და როგორც დიასახლისი გვიყვება, გარდა ამ ფულადი შემწეობისა, მათ სხვა შემოსავალი არაფერი გააჩნიათ:

"მხოლოდ 250 ლარი, ესაა ჩვენი ყოველთვიური შემოსავალი. არც ერთი დასაქმებული არ ვართ, ჩემი ქმარი ერთჯერად სამუშაოზე დადის, ისიც თუ გამოჩნდა სადმე და 10-15 ლარს შოულობს. ამით რას ვიზამთ? გზა ჩვენთან მოსავლელი საშინელ მდგომარეობაშია, გაზი ჩვენ არ გვაქვს, შუქიც არ გვქონდა და ჩვენით გავაკეთეთ ეზოში აკაციის ბოძზე გავაბით სადენი. ახლა ისიც ნახევრად წაქცეულია და პატრონი არ გვყავს არავინ"- გვიყვება მანანა აროშიძე.

აროშიძეების სამი შვილი, აქედან ყველაზე პატარა ერთი წლის და 2 თვისაა, მშობლებთან ერთად ერთ ვაგონში ცხოვრობს, რომელსაც სამზარეულოდაც იყენებენ და საძინებლადაც. ბავშვებს არა აქვთ სამეცადინო კუთხე და არც ის ელემენტარული პირობები, რაც მოზარდებისთვისაა საჭირო. უფრო მეტიც, დიასახლისი გვეუბნება, რომ თვეები ისე გავა, ბავშვებს ნორმალური საკვები არა აქვთ:

"მთავარია სკოლიდან რომ მოვლენ, დახვდეთ რამე თბილი საჭმელი, სუპი, ან მოხარშული მაკარონი. ხანდახან კარტოფილს ვწვავ. ამათთვის უცხოა ტკბილეული, ხორცი, კარაქი. ხილს მეზობლები თუ მოუტანენ ხანდახან. პატარასთვის რძეს მეზობელი მაძლევს, დღეს პამპერსი ნისიად წამოვუღე პატარას აფთიაქიდან. ავიღებთ სოციალურს და გადავიხდი"- აცხადებს აროშიძე.

აროშიძეებს ეზოში ჩამდგარ ვაგონზე, მიდგმული ორი პატარა ხის ოთახი აქვთ, რომელიც საცხოვრებლად უვარგისია. კედლები დახსნილია, ხე კი დამპალი. ოჯახის უფროსი გვეუბნება, რომ ყველგან წყალი უვლის და ზამთარში აქ გაძლება შეუძლებელია:

"ის ორი ხის ოთახი ფაქტიურად უვარგისია. დალპა ხეები სულ. არც სახურავი აქვს. ამდენხანს ვაგონში არ უვლიდა წყალი, ახლა აქედანაც ჩამოდის. ის რომ ყველაფერი სველდება ეს ერთი პრობლემაა, მთავარი საზრუნავი ის გვაქვს, რომ ასე მოუწესრიგებელ პირობებში ბავშვები როგორ ვაცხოვროთ ამ ზამთარში. შეშა ხომ გვინდოდა გასათბობად, გამოვართვი მეზობელს, 250 ლარად მომყიდა, მაგრამ ამის გამო უნდა ვიმუშაო მასთან სახლში ერთი თვე და ასე გავისტუმრო ეს თანხა"-გვიყვება ოჯახის უფროსი.

აროშიძეებს სოციალურ და ყოფით პრობლემებთან ერთად, უმცროსი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც აწუხებთ. პატარას დაბადებიდან ფეხმრუდობა აწუხებს და მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნია:

"ბათუმში მყავდა წაყვანილი, იქ მითხრეს თბილისში უნდა გაუკეთოთ სასწრაფო ოპერაციაო. გზის ფულიც ვერ მოვაგროვეთ, რომ წავსულიყავით. არ მგონია, ვინმეს იმდენი პრობლემა აწუხებდეს რაც ჩვენ" - გვითხრა მანანა აროშიძემ.

ქალბატონი აცხადებს, რომ სოფელში არც გამგებლის წარმომადგენელს და არც დეპუტატს მათთვის არანაირი დახმარება არ გაუწევიათ, რამდენჯერმე დაწერილი განცხადების მიუხედავად, არც გამგეობიდან დაინტერესებულა ვინმე მათი მძიმე ყოფით:

"რამდენი განცხადება დავტოვე გამგეობაში ვერ ვითვლი უკვე. პასუხიც არ ვიცი, რას ფიქრობენ. არავინ არ მოსულა ჩვენთან და ამბითაც არ დაინტერესებულა. ვიცი ოჯახები, რომელსაც ეხმარებიან სახურავითაც, სამშენებლო მასალითაც. ამას ვითხოვთ ჩვენც. თუ არ ავაშენეთ რამე პატარა სახლი, დამეხოცება შვილები ამ პირობებში. ჩვენი შემოსავლებით რას ვიზამთ? 250 ლარით ხუთსულიანი ოჯახი ვირჩენთ თავს. საიდან დავზოგო სახლის ასაშენებელი ფული? ძროხა მე არ მყავს, ქათამი და ღორი. იმიტომ კი არა, რომ მოვლა მეზარება, იმიტომ, რომ ვერ ვიყიდე და ვერ გავამრავლე. 10 ქათამი მყავდა და ისიც რაღაც ჭირი იყო, გამიწყვიტა ყველა" - გვეუბნება დიასახლისი.

თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42