40 000 დოლარიანი ოპერაციები და ორი გარდაცვლილი - სამედიცინო სკანდალი „ლანცეტში“
საზოგადოება - 14:12, 17 Oct, 2016     50775

„ვინ არიან ეს ყასბები? რატომ ხოცავენ ხალხს? ახლა გამიჩნდა სურვილი რომ მივიდე ამ კლინიკაში დავდგე მიმღებთან და ვუთხრა პაციენტებს სასწრაფოდ დატოვონ იქაურობა!!! გამაოგნებელია ,,ლანცეტის" წარმომადგენლის ცინიკურ-სნობური განცხადება - მეტს აღარ ვიზამთო“ - ამ და სხვა ამგვარ კომენტარებს სოციალურ ქსელში ამოიკითხავთ. მაყურებელი "იმედის" ეთერში გასულმა სიუჟეტმა შეძრა.

კლინიკა „ლანცეტში“ უნებართვოდ ჩატარებულ ღვიძლის ტრანსპლანტაციის წარუმატებელ ოპერაციებს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამ სამედიცინო სკანდალში ფიგურირებს ნინო კუზანოვაც, რომელიც ლანცეტის მთავარი ექიმი გახლდათ. ნინო კუზანოვას თქმით, ის ხელმძღვანელობამ პროცესებს ჩამოაშორა. საბოლოოდ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დაძაბვას კი მისი სამსახურიდან გაშვება მოჰყვა.

ნინო ნადირაძე -კუზანოვა: მთლიანად ვიყავი იზოლირებული ამ თემისგან, დამფუძნებელი საერთოდ არ მიკარებდა გვერდით. მან განაცხადა, რომ მე ხელს ვუშლი კლინიკის განვითარებას და ვარ მოგზავნილი იმისთვის რომ ჩავშალო მისი ცხოვრების ოცნება - ტრანსპანტოლოგია“.

კლინიკაში ტრანსპლანტაციის ოპერაციის დანერგვის ინიციატივას კუზანოვა ლანცეტის მფლობელებს, კლინიკის წარმომადგენლები კი კუზანოვას აბრალებენ. გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მუსერიძე დაშვებულ შეცდომებს აღიარებს და ფიცსა და პირობას დებს რომ მსგავსი რამ "ლანცეტში" აღარ განმეორდება.

„ეს არის თაღლითი ექიმებისა და გაბიზნესებული მედიცინის შედეგები“ - ასე აფასებს საზოგადოება ფატალურად დასრულებულ ოპერაციებს.

სამედიცინო სკანდალის დეტალები:

დღემდე გაურკვეველია რა გახდა მარტში კლინიკა „ლანცეტში“ გიორგი ჩუბინიძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.

„მინდა სიმართლე გაირკვეს, რატომ ამდენი დარღვევა, რატომ ულიცენზიოდ, რატომ ასეთი სისწრაფით“ - კითხულობს ერთ-ერთი გარდაცვლილის გიორგი ჩუბინიძის მეუღლე.

ლანცეტში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გადაკონტროლების მიზნით მისულ ჩუბინიძეს, ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე მეორე დღესვე (ექიმების დარწმუნებით - რომ ფიქრის დრო არ იყო) სასწრაფო ოპერაცია დაუნიშნეს. სიკვდილის შიშით „დაინფირიცებული“ პაციენტი 40 000 დოლარიან ღირებულების ოპერაციას დანსთანხმდა. ოპერაციიდან რამდენიმე საათით ადრე ჩუბინიძე კლინიკიდან ნოტარიუსთან წაიყვანეს და ვალი 40 000 დოლარი ააღებინეს. როგორც ირკვევა ხელშეკრულებაში არ არის დაფიქსირებული თუ რა საჭიროებისთვის იყო ეს თანხა გათვალისწინებული. 12 საათიანი ოპერაციიდან 5 დღის შემდეგ გიორგი ჩუბინიძე ძლიერი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა.

იგივე 40000 დოლარის გადახდა მოუხდა მეორე პაციენტსაც კარლო კეკელიძეს. ამჯერად ნაღდი ანგარისწორებით. კარლო კეკელიძეც ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

კლინიკა ლანცეტში ღვიძლის გადანერგვის სულ ორი ოპერაცია ჩატარდა ორივე აზერბაიჯანელი ექიმების მიერ.

როგორც ირკვევა კლინიკას ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა არ გააჩნდა. ასევე არ ჰქონდათ საექიმო საქმიანობის უფლება. რადგან აზერბაიჯანელ ექიმების ლიცენზიებს ვადა გასული ჰქონდა, ამიტომ მათი საქმიანობა საქართველოში უკანონო იყო.

კომენტარები

Manoni Manu დიდი ხანი ველოდებოდი როდის გაიგებდა მთელი საქართველო ამ საშინელ ამბავს...როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ეს მარაზმი???...და საერთოდ რა ხდება ხალხო მკითხავები ვაი ექიმების დონეზე როდემდე უნდა წყდებოდეს ადამიანის სიცოცხლე საქართველოში????????

ნანა ზაქარაია ვაი, როგორ ყველა ქართველებზე ატარებს ექსპერიმენტებს, თავის ოცნებას ორი ადამიანის სიცოცხლე შეწირა, არასაოპერაციოს ტრანსპლატაცია ჩაუტარა ოცნება უნდა აეხდინა და კიდევ ქმრების სიკვდილში ცოლებს ახდევინეს ფულები.

Mari Mariko ყველაზე საშინელი კლინიკაა... ეს კი არაპროფესიონალიზმის და დაუსჯელობის სინდრომის ზეიმია...

Gvanca GvAnca ზუსტად 10 დღის წინ მამა გადაიყვანეს კლინიკა ლანცეტში, მისვლიდან 15 წუთში გამოდის უვიციი ელისო დგებუაძე და მეუბნება, მამას აქ მწვავე ინფაქტი და სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს სტენდირება, თანადაფინანსებით პროცედურა ჯდებოდა 1700 ლარი და წამლით დაფარული სტენდი 1400 ლარი, ფული იმ დღესვე უნდა მიმეტანა, ნუ ერთი სიტყვით ფულის უქონლობის გამო დავთანხმდით ჩვეულებრივ სტენდზე, უეცრად არ ვიცი საიდან რა, დავუკავშირდი ჩემს ექიმს და ვთხოვე დახმარება, მან მირჩია რომ მამასთვის ხელი არ მოეკიდათ და სასწრაფოდ გადამეყვანა სხვა კლინიკაში, გადავიყვანე მამა ჩაფიძის კლინიკაში და იქ მითხერეს რომ მამას არანაირი ინფაქტი არ ქონია, მამას ფილტვებში ქონდა სითხე და გულშიც, დღეს რო ოპერაცია გაეკეთებინათ მაგიდაზევე გაიგუდებოდაოო, რატო არსებობს საერთოდ ეს კლინიკა როცა ამდენი დანაშაული ხდება, ჩემი ექიმი რომ არა მამა დღეს უკვე დაუპული მეყოლებოდა.

Ghvtisavar Antadze ეს არის საშინელება და დროულოდ უნდა აილაგმოს ასეთი თავხედობები, დასაჯელი მკაცრად უნდა დაისაჯოს!!! იმედის დროს ყოჩაღ, რამოდენიმე მძიმე, მაგრამ ძალიან საჭირო და საინტერესო სიუჟეტისთვის!


წყარო: TV Imedi





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42