"მესმოდა ოვაციები...ცოტათი შევიჭყიტე და დავინახე დიდი პუბლიკით მოცული დარბაზი" - მაკა ჩიჩუას ახალი ამპლუა
საზოგადოება - 11:54, 17 Oct, 2016     7160
„დარბაზში სანამ შევიდოდი ძალიან ვინერვიულე“ - ამბობს საქართველოს პირველი ლედი „ნიჭიერთან“ დაკავშირებით. მაკა ჩიჩუას გამოჩენას ჟიურიში ზოგიერთის გაოცება და ბევრის აღფრთოვანება მოჰყვა: „ულამაზესი მაკა ჩიჩუა, ბევრად საინტერესო იქნება შოუ მასთან ერთად“ - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.

მაკა ჩიჩუა: „ძალიან ვღელავდი მართალი რომ გითხრათ, უჩვეულო ამპლუაა რა თქმა უნდა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ საკმაოდ ბუნებრივად შევდივარ ყველასთან კონტაქტში, არ მაქვს ბარიერი, მალევე ძალიან ორგანული გახდა ჩემთვის, პირველივე ნომრიდან. დარბაზში სანამ შევიდოდი მართლა ძალიან ვინერვიულე, იმიტომ, რომ მესმოდა ოვაციები, ტაში, მერე ცოტათი შევიჭყიტე და დავინახე დიდი პუბლიკით მოცული დარბაზი. ამიტომ გარკვეული ღელვა მქონდა, მაგრამ ეს ღელვა ძალიან სწრაფად მომეხსნა“.

პირველ ლედისთან ერთად ჟიურიში კურიერის წამყვანს ზალიკო უდუმაშვილსაც ვიხილავთ. „როდესაც ეკრანიდან ვუყურებდი, ვფიქრობდი რომ ძალიან სახალისო იყო ჟიურიში ყოფნა. მივხვდი რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლოა“- განაცხადა ტელეწამყვანმა.

ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემის მეშვიდე სეზონი ასე განახლებული შემადგენლობით ხვდება მაყურებელს. რუსთავი 2-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერი გიორგი ხაბურზანიას, თქმით კი ეს სეზონი ბევრად განსხვავებული იქნება სხვა სეზონებისგან.

გიორგი ხაბურზანია: „უკვე მეშვიდე სეზონს ვაკეთებთ და გვინდოდა განსაკუთრებული ყოფილიყო. ბევრი სიახლე შეგვეტანა. ამიტომაც ბევრი მოულოდნელობა, ბევრად უფრო მეტი სანახაობა და მრავალფეროვნება ელოდება მაყურებელს. არავის ექნება განცდა რომ ეს უკვე ნანახი აქვს“.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42