კომპანია თელასის ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 17 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
საბურთალოს რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, სოფ. დიღმის, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის და კვანტალიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის და ზაქარიაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახმეტელის, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ახვლედიანის, ჩანტლაძის, მუხაძის, ამირანაშვილის, წუწუნავას, გოკიელის, კაკაბაძის, ესენინის, სააკაძის, ფიროსმანის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის დასახლების, გურამიშვილის გამზირის და გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






