თბილისობა განახლებულ აღმაშენებელზე - ფოტოკოლაჟი
საზოგადოება - 18:27, 16 Oct, 2016     5008

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით ,,ახალ ტფილისში“ სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა

თბილისის მერი დავით ნარმანია, ზაარბრიუკენის მერთან შარლოტა ბრიცთან და ვიცე-მერთან ლაშა აბაშიძესთან ერთად, "ახალ ტფილისში" თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

„ახალ ტფილისში“ თბილისობის დღესასწაული განსხვავებული ფორმატით წელს პირველად ჩატარდა.

განახლებულ აღმაშენებელის გამზირზე სანახაობრივად დატვირთული კულტურული პროგრამა იყო წარმოდგენილი.

განახლებული აღმაშენებლის გამზირი სპეციალურად „თბილისობისთვის“ შექმნილი ვიტრინების ინსტალაციებით გაფორმდა, ამასთან, მოეწყო გამოფენა Error Images და განთავსდა ინსტალაცია „ხვალ“.

საფეხმავლო ქუჩა ქუჩის მუსიკოსებმა გააფორმეს და მოეწყო სასულე ორკესტრის მსვლელობა. მუსიკალური ხაზი თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრმა „ბიგ-ბენდმა" განაგრძო. თბილისური ეზო „ახალი ტფილისის’’ ეზოში განთავსდა და მაყურებელს საინტერესო ღონისძიება შესთავაზა. მანამდე კი „ახალ ტფილისში“ „თბილისის თანამედროვე ბალეტმა“ გამართა წარმოდგენა.

კიდევ ერთი განსაკუთრებული ღონისძიება სახელწოდებით - „თხრობა მუსიკით“ მოეწყო აღმაშენებლის გამზირზე დათო ევგენიძის აკომპანიმენტით, სადაც სტუმრებს მუსიკით „ამეტყველებული" მუნჯი ფილმის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42