ლალი ბადურაშვილი, რეზო გაბრიაძე, ფრიდონ სულაბერიძე - ნარმანიამ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა
საზოგადოება - 22:51, 15 Oct, 2016     7120
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საპატიო თბილისელები დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება ილიას ბაღში გაიმართა.

საპატიო თბილისელის წოდება წელს მიიღეს: ექიმებმა ლევან ჭაჭიაშვილმა და გელა მუხაშავრიამ; ვეტერანმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ; მსახიობებმა ლალი ბადურაშვილმა, ნოდარ მგალობლიშვილმა და თამარ სხირტლაძემ; ასევე, ხელოვნების მოღვაწემ ჯემალ ჭკუასელმა; ლოტბარმა და მომღერალმა რობერტ გოგოლაშვილმა; მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ; მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ; აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ; მხატვარმა დიმიტრი ერისთავმა; ასევე, მხატვარმა, მწერალმა, თეატრისა და კინოს რეჟისორმა რევაზ გაბრიაძემ.

როგორც საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა აღნიშნა, „საპატიო თბილისელის“ წოდება ტრადიციულად ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით დედაქალაქის და საქართველოს წინაშე.

„ „საპატიო თბილისელის“ დაჯილდოება თბილისობის განუყოფელი ნაწილია. ამ ტრადიციას საფუძველი 1979 წლის 28 ოქტომბერს ჩაეყარა. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ და ტრადიციულად, განსაკუთრებული პატივი მივაგეთ და დავაფასეთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმი, ღვაწლი, დამსახურებები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და ჩვენს დედაქალაქს, თბილისს, სრულიად საქართველოს ასახელებენ. ჩვენ მათ „საპატიო თბილისელის“ წოდება მივანიჭეთ. განსაკუთრებული პატივით მინდა გავიხსენო ყველა ჩვენი საამაყო და საპატიო თბილისელი, რომელთაგან სამწუხაროდ, ნაწილი ჩვენს გვერდით აღარ არის”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42