უჩა ნანუაშვილის განცხადება თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
საზოგადოება - 10:38, 15 Oct, 2016     2214

სახალხო დამცველი თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„15 ოქტომბერი – თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღე, 1970 წელს უსინათლოთა საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივით დაწესდა. ამ დღის აღნიშვნა შეახსენებს საზოგადოებას ჩვენს გვერდით მცხოვრები ადამიანების შესახებ, რომლებსაც განსხვავებული საჭიროებები აქვთ.

ტოლერანტობა, თანასწორობა და ინკლუზია ამ დღის მთავარი გზავნილებია.

საქართველოში უსინათლო და მცირემხედველი პირების სრულფასოვანი ცხოვრება და ადამიანის უფლებებით თანაბარი სარგებლობა ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა. დღის წესრიგში დგას რიგი საკითხების მოგვარების აუცილებლობა. ქვეყანაში არ ფუნქციონირებს სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც უსინათლო და მცირემხედველი პირები შეძლებენ მათთვის საჭირო უნარ–ჩვევების (სივრცეში ორიენტაცია და მობილობა, ხმოვანი კომპიუტერული პროგრამებით სარგებლობა, ბრაილის შრიფტის შესწავლა და ა.შ.) შეძენა/განვითარებას, სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება უსინათლოთათვის დამხმარე საშუალებების (ხმოვანი საყოფაცხოვრებო და სამედიცინო ნივთები, თვალის პროტეზი) მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამით დადგენილია უსინათლო პირების დამხმარე საშუალებით (ხელჯოხი) უზრუნველყოფა, მისი მიწოდება გარკვეული ხარვეზებით ხასიათდება. საზოგადოებრივ, განსაკუთრებით ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებში, გათვალისწინებული არ არის ვიზუალურ და ხმოვან ინფორმაციათა დუბლირების შესაძლებლობა. მისაწვდომობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს სატელევიზიო, ელექტრონული და ბეჭდური მედია; უსინათლო პირებისთვის არ არის მისაწვდომი საინფორმაციო, გასართობი და სხვა სახის სატელევიზიო პროგრამები, ფილმები. ლიტერატურა (მხატვრული, ტექნიკური, სამედიცინო და ა.შ. ) არ გამოიცემა ადაპტირებული ფორმით.

საქართველოს სახალხო დამცველი მონიტორინგს უწევს აღნიშნულ პირთა უფლებების დაცვას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს რელევანტური უწყებების მიმართ. 2015 წელს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, მათ შორის უსინათლო პირთათვის ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფის თაობაზე. მიუხედავად ამისა აღნიშნული პრობლემა კვლავ გადაუჭრელია.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება უსინათლო პირების საჭიროებებზე და შესაძლებლობებზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი სერვისები და პროგრამები, დასაქმება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტური მონაწილეობის მხარდაჭერა.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით კონკრეტული ქმედებების განხორციელებისკენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ყველა პირის უფლებების თანაბარი დაცვა და ამ გზით ქვეყანაში ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42