"იმედის" განცხადება წინასაარჩევნო კვლევებისა და ეგზიტპოლის შესახებ
საზოგადოება - 17:23, 14 Oct, 2016     2965
ტელეკომპანია "იმედი" წინასაარჩევნო კვლევებისა და ეგზიტპოლის შესახებ განცხადებას ავრეცლებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო 2 თვის განმავლობაში, ჯერ დამოუკიდებლად, შემდეგ კი სხვა ტელევიზიებთან ერთად, მსოფლიოს წამყვან წამყვან კვლევით ორგანიზაციებს დაუკვეთა 3 სხვადასხვა წინასაარჩევნო კვლევა და ეგზიტპოლი. ამ კვლევებისას გამოიკითხა 25 000 ინტერვიუერზე მეტი, რაც არის უპრეცენდენტო შემთხვევა საქართველოში.

ასეთი მასშტაბური კვლევები ასევე ახალია დღევანდელი "იმედისთვის". 2008-2012 წლების არჩევნების დროს, ტელეკომპანია კონტროლდებოდა მაშინდელი ხელისუფლების მიერ და ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია მათ მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ.

გვეამაყება, რომ ჩვენი 4 კვლევა სხვა კვლევებზე უფრო ზუსტად ასახავდა რეალობას. მაგრამ ასევე მიგვაჩნია, რომ შედეგებში დასაშვებზე უფრო მეტი გადაცდომა დაფიქსირდა, განსაკუთრებით ეგზიტპოლის შემთხვევაში.

ტელეკომპანია "იმედი" უკვე დაუკავშირდა "ჯეი-პი-ემ სტატეჯიკ სოლუშონს" და "კანტარ პაბლიკს" (იგივე თი-ენ-ესი) იმ მიზნით, რომ გავარკვიოთ - რამ გამოიწვია დასაშვებზე მეტი ცდომილება და როგორ შეიძლება მისი მინიმიზაცია შემდგომ კვლევებში. ჩვენ ასევე დავთანხმდით რომ ჩავატაროთ არჩევნების შემდგომი კვლევა, რომელიც მიმართული იქნება რესპონდენტთა პასუხებში ცდომილების გამოსარკვევად უკვე ჩავლილი არჩევნების პირობებში.

ტელე "იმედის" მიზანია ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს მაყურებელს და გპირდებით, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ამ მიზნის მისაღწევად"- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42