ბობ დილანმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიიღო
კულტურა - 17:03, 13 Oct, 2016     2284
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ლეგენდარულმა მომღერალმა და მწერალმა ბობ დილანმა მოიპოვა. ნობელის კომიტეტის წევრების შეფასებით "დილანმა ამერიკული სიმღერის ტრადიციებთან ერთად, პოეზიის ახალი სახე შექმნა".

ამერიკელი მუსიკოსი, პოეტი, მხატვარი და კინომსახიობი ბობ დილანი 1941 წლის 24 მაისს მინესოტის შტატში დაიბადა. 60-იანი წლებიდან მან უდიდესი წვლილი შეიტანა ამერიკული მუსიკის განვითარებაში. ჟურნალ Rolling Stone-ის გამოკითხვით, იგი The Beatles-ის შემდეგ, მუსიკის ისტორიაში მნიშვნელობით მეორე ადგელზეა. გარდა ამისა, დილანი გრემის 9 ჯილდოს მფლობელია.

ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონია სტოკჰოლმში, 10 დეკემბერს გაიმართება. პრემიის რაოდენობა 953 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე ძირითად პრეტენდენტებად სახელდებოდნენ იაპონელი მწერალი ჰარუკი მურაკამი, კენიელი მწერალი და დრამატურგი ნგუგი ვა ტჰიონგო, ამერიკელი ჯოის ქეროლ ოუთსი, ფილიპ როტი და სირიელი პოეტი ადონისი.

ნობელის კომიტეტის წესდებაში აღნიშნულია, რომ “ლიტერატურას წარმოადგენს არა მხოლოდ ბელეტრისტიკა, არამედ ასევე სხვა ნაწარმოებები, რომლებიც ფორმით ან სტილით ლიტერატურულ ღირებულებას წარმოადგენენ”.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42