ქეთევან მახარაშვილი - სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი.
"მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მოსვლა. ნდობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას და ქალბატონ ქეთევან ნატრიაშვილს.მადლობა ყველა ჩემს წინამორბედ დირექტორს, განსაკუთრებით კი ქალბატონ ქეთევან ჯაყელს იმისათვის, რომ მე გადმომებარა წარმატებული და გამართული სკოლა. მე აქ დამხვდა კვალიფიციური და მოტივირებული კოლექტივი. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი შრომით ჩვენ სკოლას კიდევ უფრო განვავითარებთ და გადავიყვანთ შემდეგ საფეხურზე.
ჩემი, როგორც ჟვანიას სკოლის დირექტორის, მთავარი ამოცანაა სკოლამ განსაკუთრებული როლი შეასრულოს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესში. უპირველეს ყოვლისა ეს არის სახელმწიფო ენის სასწავლო პროგრამის შემდგომი გაფართოება, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეს მისცემს საშუალებას აქტიურად ჩაერთოს სამოქალაქო თუ საჯარო სივრცეში. სკოლა გააგრძელებს საჯარო მოხელეების გადამზადებას მაღალმთიანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა უფრო კვალიფიციურად განახორციელონ ადგილობრივ დონეზე მომსახურების მიწოდება.
დარწმუნებული ვარ, ჩემს გუნდთან ერთად სკოლის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას წარმატებით დავძლევთ- განაცხადა სკოლის ახალმა დირექტორმა ქეთევან მახარაშვილმა.
ბიოგრაფია:
განათლება: იურისტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, 1998 წ.
საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ 1994 წ.
პროფესიული წევრობა
ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო სამართალში, 2003 წლის ნოემბერი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ენები ქართული(მშობლიური), რუსული და ინგლისური
(სრულყოფილად)
პროფესიული გამოცდილება
2012 აპრილი გაეროს განვითარების პროგრამა
2016 სექტემბერი ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვის
პროგრამის მენეჯერი
2009 თებერვალი აქსეს მონიტორინგი – კვლევების ინსტიტუტი
2012 აპრილი ორგანიზაციის დირექტორი
2004 აპილი საქართველოს პარლამენტის წევრი
2008 მაისი –იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი
–დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული საკითხების საკონსულტაციო საბჭოს კოორდინატორი
–მილენიუმის გამოწვევა– საქართველოს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი
–ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს წევრი
1999 აგვისტო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის
2003 ოქტომბერი მისია (USAID/Caucasus), თბილისი, საქართველო
იურისტი/სამართლებრივი პროგრამების კოორდინატორი
1996 სექტემბერი ტრასეკა–ს პროგრამის სხვადასხვა პროექტები
1999 მარტი სამართლებრივი ექსპერტი
მასალის გამოყენების პირობები






