ფესტივალი „საჩუქარი“ 15 ოქტომბერს დაიწყება
საზოგადოება - 14:59, 13 Oct, 2016     1582
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - "საჩუქარი" გახსნასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართა. ფესტივალის პროგრამა გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დამსწრე საზოგადოებას და მედიას თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ქეთი დოლიძესთან ერთად წარუდგინა.

ერთი თვის განმავლობაში, თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ მსოფლიო სახელოვნებო შედევრებს გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, ამერიკიდან. ქართულ თეატრალურ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ევა იერბაბუენას, დიმიტრი კრიმოვის, რიმას ტუმინასის, სერენა სინიგალიას, მიკელე პანელას საუკეთესო დადგმები.

„თბილისის მერია ტრადიციულად მხარს უჭერს ხელოვნების ფესტივალს, ვინაიდან ეს არის ძალიან საინტერესო პროექტი თავისი შინაარსით. ერთის მხრივ, ყოველწლიურად განახლებული პროგრამით და მეორეს მხრივ, ჩვენ ძალიან ბევრი სტუმარი, ვიზიტორი გვსტუმრობს ამ პერიოდში, შესაბამისად, ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი თვალსაზრისით საინტერესოა „საჩუქარი “და სწორედ ამიტომაც, წელს მე-15 ფესტივალს, რომელიც საიუბილეოა, ჩვენ კვლავ დიდი სიამოვნებით ვუჭერთ მხარს.“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ, თავის მხრივ, თბილისის მერს მადლობა გადაუხადა ფესტივალის ტრადიციული მხარდაჭერისათვის.

ფესტივალს დაემატა ახალი პროგრამა - "ფოკუსშია იტალია". მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში კინომსახიობთა თეატრის საგამოფენო სივრცე თემო გოცაძისა და მანანა მენაბდის პერსონალურ გამოფენებს უმასპინძლებს.

ფესტივალი „საჩუქარი“ 15 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნება. „საჩუქარი“ წელს მეთხუთმეტე იუბილეს ზეიმობს. ფესტივალს თემო გოცაძის პერსონალური გამოფენა გახსნის, რის შემდეგაც 20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ევა იერბაბუენა მაყურებლის წინაშე წარმოდგენით "წვიმა" წარსდგება. სპექტაკლის დასრულებისთანავე, ტრადიციულად გაიმართება მიხეილ თუმანიშვილის პრემიით დაჯილდოება – „ხელოვნებაში სრულყოფილებისათვის“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42