კალაშოვის კავშირი პუტინის ადმინისტრაციასთან და კრიმინალის გამქრალი საქმის მასალები
კრიმინალი - 14:00, 13 Oct, 2016     20969
რუსული გამოცემა Росбалт-ის ცნობით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტითან გაქრა ცნობილ რუს კრიმინალური ავტორიტეტის შაქრო კალაშოვის საქმის მასალები, რომელიც გამოყოფილი იყო სხვა საქმესთან დაკავშირებით.

გამოცემის წყარო აცხადებს, რომ ა.წ. ივლისში საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის ბიუროს წამყვანი თანამშრომლების დენის ნიკანდროვისა და მიხეილ მაქსიმენკოს დაკავების შემდეგ, რომელთაც ბრალი ედებათ კალაშოვისაგან ქრთამის აღებაში, პროკურატურამ დაიწყო სხვა დეტალების გამოძიება, რომლებიც ამ ორ მაღალჩინოსანს შეეხებოდა. როგორც წყარო წერს, კალაშოვმა კომიტეტის ტანამშრობლებს ქრთამი მისცა კანინიერი ქურდის, ანდრეი კოჩუბეის (იტალიანეცი) საქმის ჩამოშლისათვის.

კერძოდ, პროკურატურამ მოითხოვა მასალები, რომელიც ეხებოდა მოსკოვის მეტროპოლიტენის მიერ „გამარჯვების დღის“ აღნიშვნისათვის გამოყოფილი თანხების გაფლანგვას. ამ მასალების თაობაზე, ნიკანდროვის მიერ, რომელიც საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე იყო არაერთხელ იქნა გამოტანილი პროკურატურისათვის აღნიშნული მასალების გადაცემაზე უარის განკარგულება, ხოლო რმდენიმე ხნის შემდეგ მათ საერთოდ ვერ პოულობდნენ. მხოლოდ ნიკანდროვის დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ მასალებს ნუმერაციის გრიფი შეუცვალეს და დამალეს.

ანალოგიური პრობლემები შეიქმნა კალაშოვის მიერ მოსკოვის უმსხვილესი კაზინოების „კრისტალისა“ და „გოლდენ პალასის“ უკანონოდ ხელში ჩაგდების მასალებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს თან სდევდა მოტაცებები, მკვლელობები და მაქინაციები. შეგახსენებთ, რომ სწორედ „გოლდენ პალასი“ წარმოადგენდა შაქრო მალადოის შტაბ-ბინას. ერთერთი გამომძიებელი ცდილობდა ამ საკითხთან დაკავშირებით საქმე რუსეთის სსკ-ს 210-ე მუხლით აღეძრა, მაგრამ მას „ამის უფლება არ მისცეს“. ნიკანდრვის განკარგულებით, მასალები რამდენიმე საგამოძიებო ორგანოებს შორის „მიმოდიოდა“ და ბოლოს ეს მასალებიც ისე დამალეს, რომ მათი აღმოჩენა ვერ მოხერხდა. Росбалт-ის წყაროს ცნობით, კალაშოვსა და ნიკანდროვს შორის პირდაპირი კავშირი არსებობდა და ეს მასალები სადღაც გაქრა.

შეგახსენებთ, რომ 2000 წელს შაკრო მოლოდოი, თბილისში, შერატონ მეტეხი პალასში შეხვდა კაზინოების 70%-იანი წილის მფლობელს, აშშ-ს მოქალაქე ალექს კრეინს და იგი გაიტაცა. თავისუფლების სანაცვლოდ კრეინის ოჯახმა 1200000 დოლარი გადაიხადა, მაგრამ კრეინი მოკლული ნახეს. ამ საქმეზე საქართველოში კალაშოვს დაუსწრებლად 18 წელი მიუსაჯეს.

ანალოგიურად ჩამოიცილა კალაშოვმა კაზინოების აქციების სხვა მფლობელებიც. სწორედ ეს მასალები გაქრა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტიდან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი რუსული გამოცემა აშკარად წერს შაქრო კალაშოვის კავშირებზე რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომლებთანაც, თუმცა ეს მასალები გამოცემების ვებ გვერდებიდან სასწრაფოდ გააქრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42