კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა გაიხსნა
საზოგადოება - 12:36, 12 Oct, 2016     3158
დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა შეემატა.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე საბაგიროს სადგური საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად გახსნა.

საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა ორივე (ქვედა და ზედა) სადგური. ამასთან, მთლიანად შეიცვალა გამწევი ბაგირი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, კაპიტალურად გარემონტდა გონდოლები. სამუშაოების მიმდინარეობისას შენარჩუნდა სადგურებისა და გონდოლების ძველი იერსახე.

კუს ტბის ახალ საბაგირო გზაზე თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ორი გონდოლა მოემსახურება და ჭავჭავაძის გამზირიდან კუს ტბაზე მოხვედრა 6 წუთში იქნება შესაძლებელი. თითო გონდოლით 10-12 ადამიანი იმგზავრებს, მათ შორის, ერთი მუდმივი გამცილებელი. გონდოლები და სადგურები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

თბილისის მერმა შესრულებულ სამუშაოებზე და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მოხდა საბაგიროს სრული მოდერნიზაცია: შეკეთდა ვაგონები, გამოიცვალა გამწევი ბაგირები, გაკეთდა სადგურები; საბაგირო ადაპტირებულია შშმ პირებისათვის, არის ეკოლოგიურად უსაფრთხო; . ასევე, აქვს სპეციალური ველოსაკიდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ველოსიპედის გადატანა. ამასთან, ჭავჭავაძის გამზირსა და კუს ტბას შორის დონეთა შორის სხვაობა 233 მეტრია, ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ საბაგიროს არსებობა. და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის გადაადგილების უსაფრთხო საშუალება “,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 1 ლარია. სტუდენტები და მოსწავლეები ისარგებლებენ სტანდარტული შეღავათებით. საფასურის გადახდა შესაძლებელია იმ ბარათებით, რომლებიც მუნიციპალურ ტრანსპორტში გამოიყენება.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

სარემონტო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ბაგირმშენმა“ შეასრულა. პროექტის საერთო ღირებულებამ 1 100 000 ლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42