პედაგოგებმა დაათვალიერეს კომპანიაში არსებული მრიცხველების შემოწმების სტაციონარული ლაბორატორია, დამცავი საშუალებების გამოსაცდელი სტაციონარული ლაბორატორია, ელექტროგადამცემი ხაზების დიაგნოსტიკური მობილური ლაბორატორია; ასევე, ადგილზე გაეცნენ კომპანიის მთავარი სადისპეტჩეროს მუშაობის სპეციფიკას. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს თანამშრომლებმა, ჩაატარეს პრეზენტაციები კომპანიის საქმიანობისა და დასაქმების პროცედურების შესახებ. კომპანიის შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ინჟინერმა ჩაატარა სწავლება, უსაფრთხოების ნორმების თანამედროვე მოთხოვნებთან დაკავშირებით.
„სს ენერგო-პრო ჯორჯიაში მიღებული გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის დარგში მოღვაწე პედაგოგებისთვის. ის დაგვეხმარება დაბალი ძაბვის ელექტრიკოსის საგანმანათლებო პროგრამის სასწავლო კურსის განვითარებაში“ - განაცხადა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტმა შორენა ჯაფარიძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა პრაქტიკულ სწავლებას.
სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ სასწავლებლებთან მთელი საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული თანამშრომლობა არის კომპანიის სტრატეგიის ნაწილი - დარგში მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა და ხელი შეუწყოს მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.
მასალის გამოყენების პირობები






