„მე იმ წუთას მზად ვიყავი მომკვდარიყავი კიდეც“ - მამის წერილი მარიამს
საზოგადოება - 15:33, 11 Oct, 2016     61250
„დღეს გოგონების დღეა და გილოცავთ ყველა დედას და ყველა მამას, ვისაც პატარა გოგონა გყავთ, იამაყეთ თქვენი პატარა გოგონათი, მოეფერეთ მას ბევრი, დაიცავით ის და იყავით მისთვის ფარი“ - წერს სოციალურ ქსელში ასტროლოგი რამაზ გიგაური და იქვე შვილისადმი მიწერილს წერილს აქვეყნებს.
„წერილი მარიამს“.


ჩემო საყვარელო გოგონა!
უცბად გადავწყვიტე შენთვის წერილი მომეწერა.
მომეწერა ახლა, ამ შუაღამეს, როდესაც შენ და შენს უმცროს ძმასაც თქვენს ორსართულიან საწოლში ტკბილად გძინავთ.
მინდა წერილი მოგწერო შენ – ჩემო საყვარელო გოგონა!
შენ და არა შენს ძმას.
და არა მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ჩემი პირველი შვილი ხარ, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოში ბევრი მამაკაცი გოგონას შვილად არ მიიჩნევს. თუ რომელიმე ასეთ ადამიანს ეყოლებოდა ერთი გოგონა და ერთი ვაჟი, ისე როგორც მე, ის იტყოდა: „ერთი გოგო მყავს და ერთიც შვილი“.

მე ყოველთვის მაძრწუნებდა ასეთი ფსევდო-ღირებულებები და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამას ვებრძოდი და ვებრძვი ახლაც. თუ რამე მაქვს ყველაფერი შუაზე იყოფა და შენ და შენს ძმას თანაბრად გეკუთვნით. რაც არ იყოფა ეს ჩემი გულია, რომელიც ჯერ კიდევ შენს დაბადებამდე დედაშენს მივეცი და მისი იქნება ჩემს ბოლო ამოსუნთქვამდე.

გამოგიტყდები, ცხოვრებაში არც თუ ხშირად ვტირივარ. ბავშვობაშიც კი უცნაური გაკერპება ვიცოდი და როდესაც მსჯიდნენ, ცრემლსაც კი არ გადმოვაგდებდი. შენ როცა გაჩნდი, ვიდექი სამშობიარო საავადმყოფოს მისაღებში და ვტიროდი. მე იმ წუთას მზად ვიყავი მომკვდარიყავი კიდეც, რადგან მეღირსა გავმხდარიყავი მამა.

იმ წუთიდან ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ახალი ადამიანი – პატარა, უსუსური არსება, რომელმაც ჩემში ბევრი რამ შეცვალა. შენმა დაბადებამ შეცვალა არა მხოლოდ ჩემი ხასიათი და ჩემი მოქმედებები, არამედ ჩემი ფიქრებიც კი. წარმოგიდგენია?

ეს იმიტომ ჩემო გოგონა, რომ ჩვენი ფიქრები მატერიალურია და ჩვენი ფიქრები მომავალში ჩვენს ცხოვრებას აყალიბებს. სწორედ ამიტომ, ჩემი ფიქრები გახდა უფრო მეტად ნათელი და პოზიტიური, რადგან უცებ შემეშინდა, რომ ჩემს ფიქრებს შენთვის რაიმე ზიანი არ მოეყენებინა.

მე თითქმის უმამოდ გავიზარდე. მამაჩემი წელიწადში ერთ თვეს თუ ატარებდა ჩვენთან. კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს არ გყავდეს მამა. ეს ერთ მოჭრილ ხელს უდრის. ეს ყველაფერი გარტყმული სილასავით მახსოვს, ამიტომ, მე ყველაფერს ვაკეთებ, რომ ყოველთვის შენს გვერდით ვიყო. ამიტომ გეუბნები ხოლმე – „მე მხოლოდ მამაშენი არ ვარ, მე შენი მეგობარიც ვარ!“ მაგრამ მომიტევე, თუ ზოგჯერ არც თუ კარგი მეგობარი ვარ.

მშობლები ბევრჯერ ვცოდავთ და ვცდილობთ შვილები ნებით თუ უნებლიედ დავიმსგავსოთ. გვინდა ჩვენმა შვილებმა წარმატებას მიაღწიონ. თითქოს ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და სწორად აქ ვუშვებთ დიდ შეცდომას, რადგან გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ჩვენი, მაგრამ უკვე დამსხვრეული ოცნებები აისრულონ. ამ დროს სულაც არ გვაინტერესებს, რომ ჩვენს შვილებს საკუთარი ოცნებები აქვთ – ხელუხლებელი და გაუბზარელი ოცნებები.

იბრძოლე მარიამ – იბრძოლე შენი ოცნებების ასრულებისთვის, მაგრამ, მანამდე ისწავლე შენი ოცნებების მკაფიო მიზნებად გარდაქმნა და შრომა, რადგან შრომის გარეშე ოცნებები არ სრულდება.

ღმერთიც მაშინ გვეხმარება როდესაც ვშრომობთ. ამ დროს ღმერთი ჩვენს ხელებშია.

ნუ შეგეშინდება შეცდომების. არ გააკეთო არაფერი იმის შიშით, რომ შეცდომა არ დაუშვა – ეს ყველაზე დიდი შეცდომაა.

ნუ შეგეშინდება ნურც იმის, თუ რას იტყვიან ადამიანები შენზე. მე ბევრჯერ გამიცურავს დინების საწინააღმდეგოდ და ამის გამო, ბევრი დაცინვა და კრიტიკა მიმიღია, თუმცა შემდგომ მათი დაცინვა და კრიტიკა ჩემდამი მოძღვნილი ქება-დიდება გამხდარა.

თუ ადამიანები ქვებს გესვრიან, ნურც ეს გატკენს გულს, ამ ქვებისგან შეგიძლია კიბის საფეხურები ააშენო და ასე ახვიდე ზემოთ.

ნუ შეგეშინდება დინების აღმა ცურვის. საერთოდ, ნურაფრის შეგეშინდება, რადგან შიში ადამიანის მტერია, მარიამ. ადამიანს ემართება ის, რისაც ეშინია.

გული გაიმამაცე ჩემო გოგონა!

კარგად გახსოვდეს, მიუხედავად იმისა, რომ რატი ბიჭია, ის შენზე უმცროსია და ძალიან მნიშვნელოვანია შენი გამარჯვებები მისთვის.
ბრძოლაში ავანგარდზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ასე რომ, შეუტიე მწვერვალებს. ნუ იფიქრებ სიცივეზე და გაჭირვებაზე, რადგან მთას წუწუნა და მშიშარა ადამიანები არ უყვარს.
მერე რა, რომ შენ ახლა თერთმეტი წლის ხარ.
ადამიანები წარმატებას ნებისმიერ ასაკში აღწევენ. მშვენიერია შენი უცხო ენის ცოდნა, ბრწყინვალეა შენს მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებები, მაგრამ ყველაზე უმეტესი შენს მიერ გაკეთებული სიკეთეებია.
გახსოვდეს, სამყაროს ადამიანის წარმატება კი არა, მის მიერ გაკეთებული სიკეთე ანათებს. მე შენი იმედი მაქვს და მჯერა შენი!

სიყვარულით,
მამაშენი

რამაზ გიგაური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42