დიდგორისა და თელოვანის გაზიფიცირება დასრულდა
საზოგადოება - 14:14, 11 Oct, 2016     1498
თბილისს შემოერთებული სოფლების, დიდგორისა და თელოვანის გაზიფიცირება დასრულდა.

თბილისის მერი დავით ნარმანია, საბურთალოს რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად, ადგილობრივებს შეხვდა. დიდგორში, ერთ-ერთი ადგილობრივის ოჯახში, გაზქურა, სიმბოლურად, თბილისის მერმა აანთო.

დავით ნარმანიას თქმით, დიდგორისა და თელოვანის მოსახლეობა ბუნებრივი აირით სარგებლობას დღეიდან შეძლებს.

„ადგილობრივებს საკმაოდ დიდი ხანი ჰქონდათ გაზმომარაგების პრობლემა. მოსახლეობამ დახმარება გვთხოვა. მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც, გაზის ახალი სისტემით 60 ოჯახი ისარგებლებს“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

სოფლებში ბუნებრივი აირის სისტემის შეყვანა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. სამუშაოები კომპანიამ „ჩირაღდანი XXI საუკუნე“ შეასრულა და მისი ღირებულება, დაახლოებით, 500 000 ლარია.

დიდგორი და თელოვანი დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებს 2007 წელს შემოუერთდა. ორივე სოფელში 60 ოჯახი ცხოვრობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42