დავით ნარმანია სოფელ ტირიფონში რეაბილიტირებულ მაგისტრალურ არხს გახსნის
ბიზნესი & ეკონომიკა - 22:40, 10 May, 2013     793

გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე, USAID -ის საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე როი პლაკნეტი , მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თეიმურაზ მურღულია და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა დაესწრებიან.



კონფლიქტის ზონაში ტირიფონი-სალთვისის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (UშAID) დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 13 მლნ. 365 ათასი ლარია. სამუშაოები 2012 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება. სამუშაოებზე ასამდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.

 

სალთვისისა და ტირიფონის საირიგაციო სისტემების მაგისტრალური არხები ოკუპირებული ტერიტორიის საზღვარს მიუყვება. კერძოდ, ტირიფონის მაგისტრალური არხი ოკუპირებულ ტერიტორიას სამჯერ კვეთს. სწორედ ამიტომ სამუშაოები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. პროექტს კონფლიქტურ ზონაში ქართული სამშენებლო კომპანია შპს ,,მშენებელი 80" ახორციელებს.

ტირიფონის მაგისტრალური არხის გახსნის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის 23 სოფლის 5000 ჰექტარი მიწა მოირწყვება, აქედან 5 ოსური სოფლის - ზემო არცევის, გოიაანთკარის, ოტრევის, მაქსიაანთ უბნისა და წინაგარის დაახლოებით 700 ჰექტარი სასოფლო-სამურნეო ფართობი სარწყავი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. ტირიფონის მაგისტრალურ არხში წყალი მდინარე პატარა ლიახვიდან ჩაედინება.

სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ ტირიფონის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრულია 8500 ჰექტრამდე 14 სოფლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. ეს სოფლებია: ერგნეთი, მეღვრეკისი, ბროწლეთი, ტირძნისი, თერგვისი, კარბი, ქერე, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, ქვეში, ქიწნისი, მარანა, კარალეთი.

სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრულია 9700 ჰექტრამდე 16 სოფლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. ეს სოფლებია: ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ხვითი, ფხვენისი, ყელქცეულა, შინდისი, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი, ძლევიჯვარი, არაშენდა, დირბი, დვანი, ტახტისძირი.
2008 წლამდე ტირიფონის საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი სარგებლობდა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ დეფაქტო ხელისუფლებამ არხი გადაკეტა, რის გამოც უწყლოდ დარჩენილ სოფლებში მოსავლის მოყვანა შეუძლებელი გახდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა სრულად აღდგება.

 

ამ დროისთვის სამუშაოების შედეგად სალთვისისა და ტირიფონის 16 კმ-ნი მაგისტრალური არხი უკვე გაწმენდილია. სწორედ რამდენიმე თვიანი სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი სარწყავი სისტემის გახსნა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42