ქ, ჯვარს ამორტიზებული წყალმომარაგების ქსელის გამო, წყალი არასტაბილურად და შეფერხებით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას მრავალწლიანი პრობლემა საბოლოოდ მოუგვარდება და 10 000-მდე მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ჭაბურღილები, შემკრები რეზერვუარი, სატუმბი სადგური და მაგისტრალური მილსადენი. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება გამანაწილებელ ქსელს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც აზიის განვითარების ბანკმა 13 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო 2017 წლის სექტემბერში დასრულდება.
შეხვედრისას, კომპანიის ხელმძღვანელმა მოსახლეობას, სამეგრელოს რეგიონში წყალმომარაგების კუთხით მიმდინარე, სხვა მასშტაბური პროექტებიც წარუდგინა. ასევე, ისაუბრა კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.
მასალის გამოყენების პირობები






