ვარკეთილში 35 წლის მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის წინ ჩაცხრილეს, ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა მძიმედაა დაჭრილი გარდაცვლილის ძმაც.
შემთხვევას თვითმხილველები ჰყავს, თუმცა ისინი მედიასთან არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.
პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ ძმების მიმართულებით ცეცხლი 4 - მა ახალგაზრდამ გახსნა.
მკვლელობის ადგილიზე საგამოძიებო ღონისძიებები უკვე ჩატარდა, ამოღებულია დნმ-ის რამდენიმე კვალი და თითის ანაბეჭდები, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არ ჰყავს დაკავებული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილები არასრულწლოვანები არიან.
მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
როგორც ”ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო ამ საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.
უწყება სხვა დეტალებზე არ საუბრობს.
მასალის გამოყენების პირობები






