"სახლში იმშობიარა და ახალშობილი ტუალეტში ჩააგდო"- საზარელი ფაქტი წალენჯიხაში
კრიმინალი - 09:58, 11 Oct, 2016     58584
საზარელი ფაქტი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. სოფელ ლიაში მცხოვრებლები "ნიუპოსტთან" საუბრისას ყვებიან, რომ საკუთარმა დედამ ახალშობილი ტუალეტში ჩააგდო.

"ქალს ქმარი რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, როგორც ირკვევა ორსულად იყო, სახლში იმშობიარა და ბავშვი ტუალეტში ჩააგდო"- აცხადებს ახალგაზრდა ქალის მეზობელი.

მისი თქმით, თ.ა ორსულობას საგულდაგულოდ მალავდა.

"ქმარი 7 წლის წინ, მთაში ნადირობისას გაიყინა და დედამთილთან ერთად ცხოვრობდა. მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასელი შვილები ჰყავს. ბავშვები შოკში არიან. არც არავის უეჭვია, რომ ორსულად იყო. იმ საშინელ ღამესაც ძალიან ადრე ამდგარა, დედამთილმა რომ მოიკითხა უთქვამს მგონი მოვიწამლე და სასწრაფოს დაურეკეო. ექიმები, მიხვდნენ, რომ ქალი ახალი ნამშობიარები იყო, სისხლდენა აღენიშნებოდა, ეგრევე წაიყვანეს საავადმყოფოში, საპატრულო პოლიცია სწორედ სასწრაფოს ექიმებმა გამოიძახეს და ამის შემდეგ გამოაშკარავდა ყველაფერი"- აცხადებს ბრალდებულის მეზობელი.

მისი თქმით, ამ დროისთვის ბრალდებული მშობიარობის შემდგომი გართულებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქალს სამი შვილი ჰყავს.

მომხდარი "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობოლის მკვლელობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ახალგაზრდა ქალს 3-დან 5 წმალმდე სასჯელის მოხდა მოუწევს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42