ცნობილი მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი რაგბის დაუბრუნდა. საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში, აია არენაზე გაიმართა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა მოქმედ ჩეპიონს ლელოს უმასპინძლა და მეტოქე 25:17 დაამარცხა.
მატჩის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი მერაბ კვირიკაშვილის დიდ რაგბში დაბრუნება იყო.
კვირიკაშვილი ქართული რაგბის ისტორიაში გამორჩეული მოთამაშეა, მას ბორჯღალოსნების რიგებში 2003, 2007, 2011 და 2015 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატებზე აქვს ნათამაშები და ნაკრების მთავარი მექულეა.
21 ივლისს მომხდარი ტრაგიკული მოვლენის შემდეგ კვირიკაშვილი პირველად გავიდა მოედანზე.
შეგახსენებთ, 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ტრაგიკული შედეგით დასრულდა. ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე.
მასალის გამოყენების პირობები