სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს და მიმდინარეობდა ორი კვირის განმავლობაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დამონტაჟდა ახალი მაღალი ძაბვის საყრდენი ბოძები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სატრანსფორმატორო პუნქტებს, სადაც დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მცველები. ავარიის დროულად ლიკვიდაციის და საჭირო გადართვების მყისიერად განხორციელების მიზნით, დამონტაჟდა 2 მაღალი ძაბვის გამთიშველი. სამუშაოების წარმოების პროცესში, კომპანიის ტექნიკური სამსახური და შესაბამისი ტექნიკა სრულად იყო მობილიზებული.
დაბა გუდაურში სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ემსახურება 2 000 აბონენტს. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, კომპანიის აბონენტების ენერგომომარაგება ხორციელდებოდა ალტერნატიული წყაროდან; შესაბამისად, მათ ელექტროენერგია უწყვეტად მეწოდებოდათ.
მასალის გამოყენების პირობები






