ნაძალადევში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
საზოგადოება - 18:30, 06 Oct, 2016     2577
ნაძალადევის რაიონში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები 4 მისამართზე მიმდინარეობს: ხევძმარის ქ. N32, ზვარეთის ქ. N36ა, ბახმაროს შესახვევი N19, ლომთათიძის I შესახვევი. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ადგილზე გაეცნო. დავით გოგიძე შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს პროექტის მიმდინარეობის შესახებ გაესაუბრა.

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია გზის დამჭერი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. წელს სულ 10 საყრდენ კედელს ვაშენებთ და ყველა ქუჩაზე გზის ჩავარდნის საშიშროება არსებობდა. განსაკუთრებით, საშიში ვითარება იყო ხევძმარის ქუჩაზე. კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ ქუჩებზე გადაადგილება უკვე უსაფრთხო იქნება“ - განაცხადა დავით გოგიძემ.

ოთხივე ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ერისიმედი“ ახორციელებს. პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 185 234 ლარია.

2016 წლის განმავლობაში გზის დამჭერი საყრდენი კედლების მშენებლობა-რეაბილიტაცია უკვე დასრულდა 6 მისამართზე. შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულება 383 000 ლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42