ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში მომხდარი ყაჩაღობის შესახებ "ნიუპოსტისთვის" ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, გვიან ღამით მომხდარი ყაჩაღობისას 58 წლის ბ. გორგაძეს თავდამსხმელებმა დანით 12 ჭრილობა მიაყენეს.
ნაგომარში, ე.წ მეხუთე ბრიგადაში მცხოვრებ გორგაძეებს 4 შეიარაღებული პირი ღამის 3 საათზე დაესხა თავს.
დაზარალებულების თქმით, კერძო სახლში შეღწევამდე სადაც ცოლ-ქმარი მარტო ცხოვრობს, ყაჩაღებმა ჯერ მათი ძაღლი მოწამლეს.
"კავკასიური ნაგაზი გვყავდა, ის მოწამლეს და სახლში ისე შემოვიდნენ. ოთხი ნიღბიანი იყო. დანები ეჭირათ. ფულს ითხოვდნენ. ჩემმა მეუღლემ წინააღმდეგობა გაუწია და 12 ჭრილობა მიაყენეს დანით. ფაქტიურად დაჩეხილია კაცი. მე გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ცუდად გავხდი და გონება დავკარგე. მეუღლის ყვირილზე მეზობლები მოვარდნენ, სასწრაფოს დაურეკეს და გადაიყვანეს ჩოხატაურის "მედალფას" კლინიკაში. მძიმე მდგომარეობაშია"-აცხადებს დაჭრილის მეუღლე.
ბ. გორგაძე ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მას გუშინ სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაილურად მძიმეა.
შინაგან სამქეთა სამინისტრომ გამოზიება სსკ 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






