ახალი ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება სტანდარტულია და 50 თეთრს შეადგენს. მოქმედებს დაწესებული შეღავათებიც. ავტობუსი შშმ პირებისა და ჩვილ ბავშვთა ეტლებისთვის არის ადაპტირებული: აღჭურვილია სპეციალური პანდუსითა და მათთვის სალონში შესაბამისი სივრცეებია გამოყოფილი. საზოგადოებრივ ტრანსპორტში გათბობა-გაგრილების სისტემის კლიმატ-კონტროლი მუდმივად 22 გრადუსზეა დაპროგრამებული, რაც ზამთარ-ზაფხულ თანაბარი და კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
მეორე ეტაპზე ახალი ავტობუსები N 51 ხაზს დაემატება. აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები კი, N 61 ავტობუსების მსგავსად, სხვა ხაზებზე გადანაწილდება, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებებს შორის ინტერვალს შეამცირებს და მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის.
თებერვლის ბოლომდე, თბილისის ავტოპარკი ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება.

მასალის გამოყენების პირობები






