სააკაშვილთან შეხვედრა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით არ მომხდარა - ოლიმპიური კომიტეტი
სპორტი - 14:17, 04 Oct, 2016     11142

ოლიმპიურ ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი განცხადებას ავრცელებს. განცხადება მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ერთად გამოჩენის ფაქტს ეხება:

„პოლიტიკური მიზნებისთვის ცალკეული სპორტული ფედერაციებისა და მოქმედი წარმატებული სპორტსმენების გამოყენების მანკიერმა პრაქტიკამ თავის დროზე სერიოზულად დააზარალა ქართული სპორტი. ოთხი წლის წინ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სათავეში ახალი გუნდის მოსვლის დღიდანვე ჩვენ კატეგორიულად გავემიჯნეთ სპორტში დამკვიდრებულ მიუღებელ ვითარებას, როცა პოლიტიკური ჯგუფები თუ სხვა არაუფლებამოსილი პირები უხეშად ერეოდნენ სპორტული ორგანიზაციების საქმიანობაში. მკაცრად იქნა დაგმობილი ამ ორი წლის წინ ზოგიერთი წამყვანი ფედერაციიის გარშემო შექმნილი არაჯანსაღი ატმოსფერო და საარჩევნო პროცესში პოლიტიკოსების, განსაკუთრებით კი - მოქმედი სპორტსმენების, ქვეყნის ნაკრები გუნდების წევრების ჩართვის ღია მცდელობა.

ჩვენ ასევე რეკომენდაცია მივეცით სპორტულ ფედერაციებს და სპორტსმენებს, მოერიდონ პოლიტიკურ პროცესებში დაუფიქრებელ და ნაჩქარევ ჩართვას, რათა, როგორც ეს ადრე არაერთხელ მომხდარა, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენონ არც საკუთარი თავი და არც მთელი ქართული სპორტი, არ გახდნენ პოლიტიკური სპეკულაციების უნებლიე მსხვერპლნი. იმედი გვქონდა, რომ მიმდინარე საპარლამენტო საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური ძალები მოერიდებოდნენ მერკანტიული მიზნებისთვის სპორტის გამოყენებას და გაუფრთხილდებოდნენ ჩვენი სახელოვანი ჩემპიონების იმიჯს. სამწუხაროდ, პატიოსანი თამაშის ეს წესი დაარღვია სწორედ იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც თავის დროზე ხელს უწყობდა და ამკვიდრებდა სპორტში უცერემონიო, ზოგიერთ შემთხვევაში კი - ძალისმიერი ჩარევის პრაქტიკას.

როგორც მედიაში გავრცელებული ვიდეო-კადრებით ირკვევა, ამ დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შეხვდა ჩვენს სახელოვან ოლიმპიურ ჩემპიონს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს. ასევე ირკვევა, რომ ეს არ მომხდარა თავად სპორტსმენის ინიციატივით და სურვილით. ამგვარმა "მასპინძლობა" ქართული სპორტის გულშემატკივართა მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ აღქმულ იქნა, როგორც მოქმედი წარმატებული სპორტსმენის საარჩევნო ბატალიებში ჩართვის უხეში მცდელობა, რასაც მოჰყვა სოციალურ ქსელში გავრცელებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, მათ შორის ვლადიმერ ხინჩაგაშვილის მისამართით. სეოკ-ი სინანულს გამოთქვამს მომხდარის გამო და მოუწოდებს სპორტის ქომაგებს, ჩვენს საზოგადოებას, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან, გაუფრთხილდნენ დიდი სპორტსმენის ღირსებას, რომელმაც რიო დე ჟანეიროში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვებით უსაზღვრო სიხარული მოუტანა თითოეულ ჩვენგანს“,-ნათქვამია საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42