კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შალვა რამიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო
საზოგადოება - 11:15, 04 Oct, 2016     1548

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ჟურნალისტმა შალვა რამიშვილმა განცხადებით მიმართა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით GFK Customs Research LLC მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონიერების შესწავლა მოსთხოვა.

როგორც კომისიაში ამბობენ, რამიშვილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში გამოვლენილ იქნა კომპანია ,,GFK“-ის მიერ სოციალური კვლევის გაყალბების სავარაუდო ფაქტი. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება აკრძალულია და ამ მოთხოვნის დაცვაზე ზედამხედველობა ეკისრება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს რეაგირებას მოცემულ ფაქტზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წერილობით მიმართა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, GFK Customs Research LLC, ჟურნალისტ შალვა რამიშვილს და საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით საქმესთან არსებული დოკუმენტაცია სრულად გამოითხოვა.

საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე და 82-ე მუხლებით გათვალისწინებული არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესებთან შესაბამისობის დროულად დადგენის მიზნით, ასევე, ზემოთხსენებული საკითხის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის გამო კომისიამ მხარეებს ინფორმაციის წარმოსადგენად ვადა 2016 წლის 5 ოქტომბრამდე განუსაზღვრა.

დოკუმენტაციის შესწავლის შედეგების თაობაზე კომისია ინფორმაციას დამატებით გაავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42