პოლიტიკური პარტიებს რეიტინგების კვლევასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს და გამოთქვამს მზადყოფნას, გაასაჯაროვოს კვლევის საველე მონაცემები. ტელეკომპანია „იმედი“ ამასვე მოუწოდებს „რუსთავი 2“-ს:
"ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით წინასაარჩევნო საზოგადოებრივი აზრის კვლევა GPM strategic solutions-მა საქართველოს მასშტაბით 16-დან 24 სექტემბრის ჩათვლით ჩაატარა. ამ კვლევის გამოქვეყნებიდან ორ დღეში საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები გაასაჯაროვა "რუსთავი 2"-მა, რომელიც, "რუსთავი 2"-ის განცხადებით, GFK-მ ჩაატარა. კომპანიას ისევ არ მიუთითებია, ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. ვინაიდან "რუსთავი 2"-ის კვლევის შედეგებმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია და პოლიტიკური პარტიების ნაწილი უნდობლობას უცხადებს "იმედის" კვლევასაც.
ჩვენ მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ საველე მონაცემები. ასევე, მოვუწოდებთ "რუსთავი 2"-ს, საჯარო გახადოს იმ კვლევის ყველა საველე მონაცემი რომელიც მათ მიერ გამოცხადებულ საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს დაედო საფუძვლად",- ნათქვამია ტელეკომპანია "იმედის" განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






