ტელევიზიების თავისუფლება და ხელისუფლების როლი მედიაში - GDI ანგარიშს აქვეყნებს
საზოგადოება - 13:54, 03 Oct, 2016     1816
ანგარიში მოიცავს 2012-2016 წლებში მედიის თავისუფლების საკითხებს და მიმოიხილავს ყველა იმ პრობლემას, რომელიც მოცემულ პერიოდში ამ კუთხით შეიქმნა. საანგარიშო პერიოდად მიზანმიმართულადაა შერჩეული 2012-2016 წლები, რომელიც ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების ოთხწლიან ციკლს.

ანგარიშის მიზანს არ წარმოადგენს მედია სივრცის სრულყოფილი ანალიზი, არამედ ეხება მხოლოდ სატელევიზიო მაუწყებლებს. აღნიშნული განპირობებულია მათი განსაკუთრებული როლითა და მნიშვნელობით საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საანგარიშო პერიოდში ხელისუფლებას ჰქონდა არაერთი მცდელობა, საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია ესა თუ ის ტელეარხი და ჰქონოდა ზეგავლენა მის სარედაქციო პოლიტიკაზე. ამ მხრივ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაც როგორც რამდენიმე თოქშოუს დახურვას, ასევე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ძველი შემადგენლობისთვის ვადამდე უფლებამოსილების შეწყვეტასაა და საგადასახადო შემოწმების დაწყებას მოიცავს.

ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა, რასაც ანგარიშის დიდი ნაწილი ეთმობა.

ზემოხსენებული საქმეების გარდა ანგარიშში მიმოხილულია სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან ჟურნალისტების დაუსაბუთებელი და ზოგიერთ შემთხვევაში უკანონო გათავისუფლების, სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების და სხვა მსგავსი ფაქტები.

ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საქართველოს კანომდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიმოხილვას, რომელთაც შესაძლოა გავლენა ქონდეთ მედიათავისუფლებაზე. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზი აჩვენებს, რომ სახელმწიფო ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებს კანონმდებლობის ცვლილებების პრაქტიკულ უარყოფით შედეგებს ან მიზანმიმართულად უგულებელყოფს მათ ზოგიერთი მაუწყებლისადმი ზიანის მიყენების მოტივით.

ანგარიშში ასახული ფაქტების და საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი ტენდენციების გაანალიზება კომპლექსურად, მოვლენათა ქრონოლოგიის, არსებული კონტექსტის, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული შეფასებების გათვალისიწნებით მოხდა, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ მკითხველს სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნას საქართველოში არსებული მედია თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.

მედია გარემოს კომპლექსური დაკვირვება თვალნათელს ხდის ხელისუფლების ლტოლვას, სრული ან მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყანაში მოქმედ ყველა წამყვან ტელემაუწყებელზე.როგორც ანგარიში ცხადყოფს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ტელეკომპანია „იმედსა“ და ტელეკომპანია „მაესტროზე“ გადაცემების დახურვისა და ჟურნალისტებთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მოტივი პირდაპირ ან ირიბად სწორედ ხელისუფლებისადმი არალოიალური დამოკიდებულება ან ხელისუფლების მიერ დაწუნებული სარედაქციო პოლიტიკა გახლდათ, ხოლო რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის მკვეთრი ცვლილებისთვის ხელისუფლების ბრძოლა, ყველაზე თვალნათლივ მედიამფლობელთა წინააღმდეგ სამართლებრივი დავის სახით წარმოგვიდგება.

ხელისუფლების მხრიდან ამა თუ იმ მაუწყებელზე გავლენის მოპოვების ნებისმიერი მცდელობა, მითუმეტეს კი მაუწყებლებზე სამართლებრივი იერიში, განსაკუთრებით საშიშია სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც საბოლოო ჯამში საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი, პლურალისტული გარემოს არსებობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42