დღეს ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბადების დღეა - ფეხბურთელის გამორჩეული ფრაზები
სპორტი - 11:52, 03 Oct, 2016     6409
დღეს, შვედი ფეხბურთელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბადების დღეა. ფეხბურთელს 35 წელი შეუსრულდა.

კარიერის განმავლობაში იბრაჰიმოვიჩს აიაქსის, იუვენტუსის, ინტერის, ბარსელონას, მილანისა და პსჟ-ის რიგებში უთამაშია .

ამჟამად ზლატანი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელია.

გთავაზობთ ფეხბურთელის გამორჩეულ ფრაზებს:

* მათ იყიდეს ფერარი, მაგრამ ატარებდნენ, როგორ ფიატს - ბარსელონაში წარუმატებელი კარიერის შემდეგ.

* რატომ, არ ვიცი, მაგრამ, როდესაც ოთახში შევდიოდი, გვარდიოლა ყოველთვის გადიოდა - უეჭველად ჩემი ეშინოდა - ზლატანს ბარსელონაში გვარდიოლასთან ჰქონდა კონფლიქტი.

* ვინ არის ჩემი მისაბაძი მაგალითი? ასეთი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ზლატანის სტილი.

* არ ვიცი, რას წარმოადგენენ საფრანგეთის ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელები, მაგრამ ვიცი, რას წარმოვადგენ მე - პსჟ-ში გადასვლის შემდეგ.

* რას აჩუქებთ მეუღლეს დაბადების დღეზე? – არაფერს, მას ხომ ზლატანი ჰყავს.

* ტრავმირებული იბრაჰიმოვიჩი ნებისმიერი კლუბისთვის დიდი პრობლემა იქნებოდა - იბრაჰიმოვიჩი საკუთარ თავზე.

* მე ყველა პოზიციაზე შემიძლია, ვითამაშო, რადგანაც კარგ ფეხბურთელს მოედნის ნებისმიერ ადგილას უნდა შეეძლოს თამაში.

* რასაც კარეუ ფეხბურთის ბურთით აკეთებდა, იმის გაკეთება მე ფორთოხლითაც შემიძლია – ზლატანმა ნორვეგიელი ფეხბურთელის, ჯონ კარეუს, კრიტიკას უპასუხა.

* ჩვენ პარიზში სახლს ვეძებთ და იმ შემთხვევაში, თუ ვერაფერს ვიპოვით, მაშინ რომელიმე სასტუმროს ვიყიდი.

* ჟურნალისტი - რომელი გუნდი მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი ოფში?

ზლატანი - ეს მხოლოდ ღმერთმა იცის.

ჟურნალისტი - რთული იქნება ღმერთისთვის ამის კითხვა.

ზლატანი - რატომ? შენ ახლა ზუსტად მას უყურებ.

* ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შვედ ფეხბურთელს ჰკითხა, რატომ ჰქონდა სახეზე ნაკაწრები - თქვენს მეუღლეს ჰკითხეთ, უპასუხა იბრაჰიმოვიჩმა.

* ერთი რამ ნათელია - ევროპის ჩემპიონატი ჩემს გარეშე საყურებლადაც არ ღირს.

* მე კარგ ღვინოსავით ვარ, რაც უფრო მემატება წლები, მით უფრო უკეთესად ვთამაშობ.

* მე არ მჭირდება ოქროს ბურთის მოგება იმის მისახვედრად, რომ ნომერ პირველი ვარ.

* დანიელებს სურდათ ჩემი პენსიაზე გაშვება, მაგრამ მე პენსიაზე მთელი ქვეყანა გავუშვი - ევრო 2016 ფლეი ოფის შემდეგ. (შვედეთამა დანიის ნაკრები ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა).

* პსჟ-ში მხოლოდ ერთი ბოსია და მას ზლატანი ჰქვია.

  • მოვედი როგორც მეფე, მივდივარ როგორც ლეგენდა - ზლატანი პსჟ-დან წასვლაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42