მესამე სექტორის საგანგებო განცხადება სოფელ დიდნეძში მომხდარ ინციდენტზე
საზოგადოება - 17:51, 02 Oct, 2016     2049
სოფელ დიდინეძში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია. მესამე სექტორი პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს საარჩევნო პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან,

,,1 ოქტომბერს სოფელ დიდინეძში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტი საფრთხეს უქმნის თავისუფალ და მშვიდ წინასაარჩევნო გარემოს. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ფიზიკური დაპირისპირება იწვევს პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის ესკალაციას და არჩევნების დღისთვის ძალადობრივ ფონს აყალიბებს. ყველა მხარის პასუხისმგებლობაა არ დაუშვას სიტუაციის დამატებითი გამწვავება არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში.

გუშინ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრული ფრთის რამდენიმე წარმომადგენელს სცემეს. ფიზიკური დაპირისპირება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის მოხდა. ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები სააგიტაციო მასალას არიგებდნენ. დაპირისპირების შედეგად დაზიანება მიიღო ქართული ოცნების სამმა წარმომადგენელმა. როგორც ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა „ორს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ერთს კი თავის ზედაპირული ტრავმა“.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილეობას იღებდა სოფელ დიდინეძის ყოფილი გამგებელი, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელი პაპუნა კუკავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ქირია და ოპოზიციური პარტიის კიდევ რამდენიმე მხარდამჭერი. „ნაციონალური მოძრაობაში“ კი ინციდენტში საკრებულოს წევრის კახა ქირიას მონაწილეობას უარყოფენ და დაპირისპირების პროვოცირებაში ბრალს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სდებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ითვალისწინებს. ასევე ქართული ოცნების ზუგდიდის რეგიონულმა ოფისმა მოუწოდა მომხრეებს არ წამოეგონ პროვოკაციებს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ გუნავამ სოფელ დიდინეძში მომხდარი ინციდენტი შეაფასა როგორც ცუდი და სამწუხარო ფაქტი, თუმცა ამავდროულად განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან უწმაწური სიტყვებით მიმართვაზე მათ „ადეკვატური პასუხი მიიღეს“.

დიდინეძში მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციაში დაკითხვაზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს პაპუნა კუკავას და მანუჩარ ქირიას სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი ლევან პაპავა შეხვდა, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, დაკითხვაზე მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს გარეგნულად დაზიანების კვალი არ აღენიშნებათ და არც პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. თავის მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსუბუქი დაზიანებები მათ წევრებსაც აღენიშნებათ.

მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული ინცინდენტი სწრაფად, ობიექტურად და მიუკერძოებლად და მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მშვიდობიანი და უსაფრთხო საარჩევნო გარემო.

ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ წარმომადგენლებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ქმედებებს საარჩევნო პერიოდში, თავი შეიკავონ დაპირისპირებებისა და ძალადობისაგან, ასევე ისეთი განცხადებებისგან, რომელიც წაახალისებს ძალადობას და დაპირისპირებას. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერმა განცხადებამ, რომელიც თუნდაც არაპირდაპირ მიანიშნებს ძალადობის გამართლებაზე, შესაძლოა გაზარდოს წინასაარჩევნოდ ძალადობრივი დაპირისპირების რისკი.

არჩევნების წინ მსგავსი ინციდენტები გავლენას ახდენს არჩევნების პროცესის ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოში ჩატარებაზე, რაც საბოლოოდ ქვეყანაში დემოკრატიისა და მმართველობის ხარისხზე აისახება” - ნათქვამია მესამე სექტორის წარმომადგენელთა განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42