საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის განცხადება შრომის კოდექსზე
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:51, 09 May, 2013     642

 



,,საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის ექსპერტები უერთდებიან იმ კრიტიკის დიდ ნაწილს, რაც ბოლო პერიოდში შრომის კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით გამოითქვა.

 

ვფიქრობთ, რომ ცვლილებები ძალზე გაართულებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას, რაც შესაბამისად გახდება ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისათვის სერიოზული დამაბრკოლებელი გარემოება.

შევეხებით შრომის კოდექსის ჩვენის ხედვით ყველაზე გამოკვეთილ პრობლემებს.

პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ ცვლილებების მომზადებისას არ არის გათვალისწინებული ქართული შრომის ბაზრის სპეციფიკა.

კერძოდ, არ არის გათვალისწინებული ის, რომ ჯერ-ჯერობით საქართველოში სამუშაო ადგილების უმეტესობას ქმნის მომსახურების სფერო და არა წარმოება. მომსახურების სფეროს სპეციფიკა მოითხოვს გახანგრძლივებულ ან სულაც სადღეღამისო განრიგს. შესაბამისად, კოდექსის მიხედვით სამუშაო კვირის განმავლობაში სამუშაო დროის 41 საათიდან 40 საათამდე შემცირება გამოიწვევს მომსახურების სექტორის კომპანიებისა და მცირე მეწარმეებისათვის დამატებითი თანამშრომლების აყვანის აუცილებლობას, გაზრდის მათ ხარჯებს და ნეგატიურად აისახება ბიზნესის შემდგომ განვითარებაზე.

იურიდიული თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის დამსაქმებელს ასევე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ახალი წესი და გაფიცვასთან დაკავშირებული რეგულაციაც.

კერძოდ, ცვლილებების მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული გათავისუფლების შესახებ. ამავე დროს დასაქმებულს უფლება აქვს ამავე ვადაში გამოაცხადოს გაფიცვა კანონის სრული დაცვით, რაც გამორიცხავს გაფიცვის დროს მისი გათავისუფლების შესაძლებლობას. შედეგად თეორიულად და პრაქტიკულად შესაძლებელი ხდება დამსაქმებელს განუსაზღვრელი დროით ჰყავდეს შტატში მისთვის ობიექტურად მიუღებელი დასაქმებული, მხოლოდ იმ მიზეზით რომ ვერასოდეს შეძლებს ამ რეჟიმში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
ვფიქრობთ, ეს ხარვეზი სასწრაფოდ უნდა გასწორდეს.


გაუმართლებლად და ყოველგვარი დასაბუთების გარეშეა გაზრდილი დროებითი შრომისუუნარობის გამო შრომითი ურთიერთობის შეჩერების ვადა 30-დან 40 დღემდე და ჯამურად 6 თვის განმავლობაში 50-დან 60 დღემდე.

ამ ეტაპზე ნაადრევად და გაუმართლებლად მიგვაჩნია ასევე პროფკავშირების შემოყვანა დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობის სუბიექტად, რადგან საკმაოდ ბუნდოვანია თავად ქართული პროფკავშირების დღევანდელი სამართლებრივი სტატუსი, მათი დაფინანსების წყაროები და რეალური მიზნები.

ამდენად, ვფიქრობთ, რომ შრომის ახალი კოდექსი შეაფერხებს ინვესტიციებს, არ შეუწყობს ხელს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შეამცირებს დასაქმებას.

მთლიანობაში იმდენად გართულებულია დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, რომ დამსაქმებელიც ბუნებრივად ეცდება წინასწარ დაიზღვიოს თავი და დიდი სიფრთხილით მოეკიდოს ახალი თანამშრომლის აყვანას, რაც გაართულებს ნებისმიერი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი პირისათვის სამუშაო ადგილის მოძებნას,"-ნათქვამია განცხადებაში.


გიორგი გვენეტაძე
საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის ექსპერტი–იურისტი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42