პროექტის ფარგლებში, ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების პარალელურად, აშენდება ტურისტული ცენტრი, რომელიც სრულად აღიჭურვება, როგორც აუცილებელი შიდა, წყალმომარაგების, კანალიზაციის, ელ-გაყვენილობის, სისტემებით, ასევე, საჭირო ავეჯით. მოეწყობა ავტოსადგომი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ეკლესიამდე მისასვლელ გზას, გარე წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემებს, უკვე მოწყობილია ღია - გადასახედი ტერასა ტურისტებისათვის. დასრულებულია მონასტრის გალავნის რესტავრაციისა და სამრეკლოს აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები, დაგებულია ქვაფენილი, მონასტერთან მისასვლელ სამანქანო გზაზე დასრულდა 45 მეტრი სიგრძის გაბიონის მოწყობა და ასფალტის დაგებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. რეაბილიტირებული კაცხის სამონატსრო კომპლექსი მეტი ტურისტის მოზიდვის საფუძველი გახდება. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის საოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მასალის გამოყენების პირობები






