თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მაიაკოვსკის რეაბილიტირებული სკვერი გახსნა
საზოგადოება - 14:58, 01 Oct, 2016     2725
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დიღმის მასივში მაიაკოვსკის რეაბილიტირებული სკვერი გახსნა.

დავით ნარმანიამ განახლებული სკვერი მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან და დიდუბის რაიონის გამგებელთან, ირმა ზავრადაშვილთან ერთად დაათვალიერა.

სკვერში, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მრავალწლიანი ხეების სხვლა-ფორმირება განხორციელდა, გამოიცვალა ქვაფენილი, ბორდიურები, მოეწყო სარწყავი სისტემა. პროექტის ფარგლებში შეიცვალა გარე განათების ბოძები, დამონტაჟდა ლამპიონები, დაიდგა საბაღე სკამები და ურნები. რეაბილიტაციის პროცესში დაიგო მწვანე საფარი, გაშენდა ყვავილები და ბუჩქოვანი მცენარეები, ასევე მოეწყო საბავშვო სპორტული მოედანი, რომელიც კაუჩუკით მოპირკეთდა. სპორტული მოედანი გასართობი ინვენტარითა და საქანელებით დიდუბის რაიონის გამგეობამ უზრუნველყო. ფუნქციონირება განაახლა სკვერში არსებულმა შადრევანმაც.

,,რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მაიაკოვსკის სკვერის განახლება. მნიშვნელოვანია, რომ აქ 3000-ზე მეტი სხვადასხვა მცენარე დაირგო, ასევე, სრულად მოხდა პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია: გაკეთდა შადრევანი, სასმელი წყალი მოსახლეობისთვის, სათამაშო სივრცე ბავშვებისთვის, დაიდგა დასასვენებელი სკამები, ნარჩენების გადასაყრელი ახალი ურნები და მნიშვნელოვნად განახლდა ტერიტორია. გარშემო ძალიან ბევრი საცხოვრებელი სახლია და ყველაზე მთავარი, რაც აქ მოსახლეობას სჭირდებოდა, სწორედ ეს იყო - კეთილმოწყობილი სკვერი. ძალიან კარგი საქმე გაკეთდა ამ უბნისთვის,‘’ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ზედამხედველობით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს "ჯეო პარკმა" ჩაატარა. სამუშაოების ღირებულებამ 480 000 ლარი შეადგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42