საქართველოში უამრავი ბებია და დედაა, რომლებიც გადასცემენ ქართულ მიწაზე წმიდა ნინოს მიერ დათესილ რწმენას" - რომის პაპი
საზოგადოება - 10:49, 01 Oct, 2016     12585

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რომის პაპი წმიდა წირვას აღასრულებს. წმინდა წირვის მიმდინარეობისას პაპმა ფრანცისკემ აღნიშნა, რომ "საქართველოში უამრავი ბებია და დედაა, რომლებიც კვლავაც ინახავენ და გადასცემენ ქართულ მიწაზე წმიდა ნინოს მიერ დათესილ რწმენას".

რომის პაპმა ქალის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

”თქვენი მშვენიერი ქვეყნის მდიდარ საგანძურში გამორჩეული ადგილი უკავია იმ დიდ ფასეულობას, რომელსაც ქალი ჰქვია. როგორც ყრმა იესოს წმიდა ტერეზა წერდა, რომელსაც დღეს მოვიხსენიებთ, “ღმერთი გაცილებით მეტ ქალს უყვარს, ვიდრე მამაკაცს” . საქართველოში უამრავი ბებია და დედაა, რომლებიც კვლავაც ინახავენ და გადასცემენ ქართულ მიწაზე წმიდა ნინოს მიერ დათესილ რწმენას, და ღვთიური ნუგეშის მაცოცხლებელი წყალი მიაქვთ უამრავ გაუდაბურებულ და მტრულ ვითარებაში"- აღნიშნა მან.

რომის პაპმა პირველ საკითხავში მოსმენილი უფლისეული სიტყვების მნიშვნელობაზეც ისაუბრა:

“როგორც დედა ანუგეშებს შვილს, ისე განუგეშებთ მეც”. როგორც დედა იტვირთავს ხოლმე თავისი შვილების სიმძიმესა და გასაჭირს, ასევე ღმერთიც აღიღებს ჩვენს ცოდვებსა და საზრუნავს; იგი გვიცნობს და უსაზღვროდ ვუყვარვართ, მგრძნობიარეა ჩვენი ლოცვებისადმი და გვიმშრალებს ცრემლს. როდესაც გვიმზერს, გული ულბება, უჩუყდება, ღრმა სიყვარულით ევსება, რადგან, რაოდენი ბოროტების ჩამდენნიც არ უნდა ვიყოთ, მაინც მისი შვილები ვართ; სურს ხელში აგვიყვანოს, დაგვიცვას, საფრთხეებსა და ბოროტებას განგვარიდოს. დაე, ჩვენს გულებში გაჟღერდეს ეს სიტყვები, რომლითაც დღეს მოგვმართავს: “როგორც დედა ანუგეშებს შვილს, მეც ისე განუგეშებთ”, - განაცხადა რომის პაპმა.

პაპმა ფრანცისკემ ასევე აღნიშნა, რომ "ღვთიური ნუგეშის მიღება და ადამიანებამდე მიტანა ეკლესიის ყველაზე საშური მისიაა".

”ნუგეშცემა, რომელიც ცხოვრების ორომტრიალში მყოფთ ასე გვჭირდება, სწორედ ესაა - ჩვენს გულში დავანებული ღმერთი. მისი ყოფნა ჩვენში არის წყარო ჭეშმარიტი ნუგეშისა, ჩვენში რომ ისადგურებს, ბოროტისაგან გვიხსნის, სიმშვიდითა და სიხარულით გვავსებს. ამიტომაც, ნუგეშის მსურველთ გვმართებს ჩვენს ცხოვრებაში შემოვუშვათ უფალი და თუ გვსურს უფალი ჩვენში დამკვიდრდეს, კარი უნდა გავუღოთ მას და გარეთ არ ვამყოფოთ. ნუგეშის კარნი მუდამ ღია უნდა გვქონდეს, რადგან იესოს იქიდან სჩვევია შემოსვლა"- თქვა პაპმა.

მისი თქმით, "თუ გულის კარი დაკეტილია, აღარც უფლის ნათელი აღწევს და სიბნელეში ვრჩებით".

"ვვარდებით პესიმიზმში, ვეგუებით წარუმატებლობას, აღარ გვჯერა, რომ რამე შეიცვლება. ბოლოს კი ჩვენსავე სევდაში ვიძირებით, შფოთვის ჯურღმულებში ვიკეტებით, საკუთარ თავში ვმარტოვდებით. მაგრამ, ნუგეშის კარს თუ გავაღებთ, იქიდან უფლის სინათლე შემოიჭრება”, - განაცხადა რომის პაპმა და ეკლესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

”უამრავი ადამიანი იტანჯება, განიცდის შევიწროებასა და უსამართლობას, შფოთვებს შეუპყრია. მის გულს მალამო სჭირდება, უფლისეული ნუგეში, რომელიც გასაჭირიდან სრულად ვერ დაიხსნის, მაგრამ აღავსებს სიყვარულის ძალით, რომელიც ტკივილს მშვიდობიანად გადაატანინებს. ღვთიური ნუგეშის მიღება და ადამიანებამდე მიტანა - აი, ეკლესიის ყველაზე საშური მისია. ეს მოწოდება უნდა გავითავისოთ, ძვირფასო ძმანო და დანო, და არა ის, რომ ჩავიციკლოთ ჩვენ ირგვლივ არსებულ პრობლემებზე, ანდა ვიწუხოთ იმ ზოგიერთი უთანხმოების გამო, ჩვენს შორის რომ იჩენს თავს. ცუდია - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წირვა 10 საათზე დაიწყო.

სტადიონზე იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი, პირველი ლედი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42