კომპანია "თელასის" ცნობით გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 1 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გლდანის და ნაძალადევის რაიონები
გეგმიური სამუშაოების გამო 01 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელ გლდანის, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, მუხიანის აგარაკების, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, მუხიანის I, II, III, IVა, IVბ მიკრორაიონების, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I, II, III, V კვარტლების,ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, V კვარტლების, ავშნის, გობრონიძის, შენგელიას, რომელაშვილის, რეხის და ნუშის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
გეგმიური სამუშაოების გამო 01 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რიჩარდ ჰოლბრუკის, ნავთლუღის, ჭრელაშვილის, წერნაკის, ჰოსპიტლის და იუნკერთა ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






