ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, ქ. თბილისში მასშტაბური ვარდისფერი მსვლელობა გაიმართება.
მსვლელობის მიზანია გაზარდოს ცნობადობა ძუძუს კიბოს რისკების შესახებ და გაავრცელოს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმების და
კიბოს სკრინინგის აუცილებლობის შესახებ. ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს,
ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია.
მსვლელობის განრი:
13:00 – 14:00 შეკრება ფილარმონიის წინ, მსვლელობის მაისურების და პრომო მასალების დარიგება
14:00 – 15:00 მსვლელობა ფილარმონიიდან პირველი სკოლის მიმართულებით
15:00 – 17:00 აქტივობა პირველი სკოლის წინ, საინფრომაციო მასალების გავრცელება, ექიმის კონსულტაცია და მამოგრაფიული შემოწმების გავლა, გასართობი ღონისძიებები.
16:00 – 17:00 საქველმოქმედო კონცერტი, აქტივობის დახურვა
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.libertybank.ge/Pink
უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ - 032 2508 508
მასალის გამოყენების პირობები






