“Man”-ის ახალი ავტობუსები უახლოეს დღეებში N61 ხაზზე გავა
საზოგადოება - 13:20, 30 Sep, 2016     8955

“Man”-ის ახალი ავტობუსები უახლოეს დღეებში N 61 ხაზზე გავა. თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სულ მალე 10 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, ადაპტირებული და ეკოლოგიურად სუფთა, CNG საწვავზე მომუშავე ავტობუსი მოემსახურება.

ახალი ავტობუსების დედაქალაქში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო „რადისონი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან, EBRD-ისა და კომპანია „Man Truck and Bus AG“-ის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. თბილისის მერმა ადგილზე შეკრებილ საზოგადოებას ახალი ავტობუსები წარუდგინა და სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც ავტობუსებმა, სიმბოლურად, პირველი, მოკლე მარშრუტი შეასრულეს.

„დღეს პირველი 10 ავტობუსი ჩამოვიდა და მზად არის. ავტობუსები უახლოეს რამდენიმე დღეში უკვე გავლენ 61 მარშრუტზე და დაიწყებენ მგზავრთა გადაყვანას. მძღოლები მომზადებულები არიან, თუმცა, შემდეგი რამდენიმე დღე, მათ მაინც ჩაუტარდებათ დამატებითი სწავლება. მძღოლებს სპეციალური ფორმები ექნებათ, სათანადოდ აღჭურვილები იქნებიან იმისათვის, რომ შეძლონ თანამედროვე ავტობუსების მართვა და მგზავრების მომსახურება“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თებერვლის ბოლომდე, თბილისის ავტოპარკი ეტაპობრივად 143 ერთეული ავტობუსით განახლდება. თბილისის მერიამ ავტობუსების პარკის შესწავლა გასულ წელს დაიწყო და დღის წესრიგში დადგა ავტოპარკის განახლების საჭიროება. შესაბამისად, დაიწყო აქტიური კომუნიკაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, EBRD-ის დახმარებით ჩატარდა წინასწარი კვლევა, რომელმაც აღწერა თბილისის ავტობუსების პარკში არსებული მდგომარეობა და ასევე, პარკის განახლების შესაძლებლობები, რის შემდეგაც გამოცხადდა ტენდერი და გაიმარჯვა გერმანულმა კომპანია „Man Truck and Bus AG“-მა.

ავტოპარკის განახლების პროექტი EBRD-ის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება. EBRD-ის სასესხო რესურსმა 27 მლნ ევრო შეადგინა, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა "E5P" 7 მლნ ევროს ოდენობის გრანტი გამოყო.

10 ახალი ავტობუსი ბაგებიდან ორბელიანის მოედნის მიმართულებით მოძრავ N61 ავტობუსის ხაზზე დაინიშნება, აქამდე აღნიშნულ მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები კი სხვა ხაზებზე გადანაწილდება, რაც ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებებს შორის ინტერვალს შეამცირებს და მგზავრობას უფრო კომფორტულს გახდის. მეორე ეტაპზე კი ახალი ავტობუსები N 51 ხაზს დაემატება.

თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42