"გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას მიმართავს - შესაძლოა მკვეთრი სუნი კვლავ დაფიქსირდეს
საზოგადოება - 13:06, 29 Sep, 2016     17990
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობის საყუდარღებოდ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გაზგამანაწილებელ სადგურებში ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, შესაძლოა აღნიშნული ნივთიერების მკვეთრი სუნი დაფიქსირდეს.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ ბუნებრივი გაზის ოდორიზების უწყვეტი პროცესიდან გამომდინარე საჭიროა ოდორანტის ტრანსპორტირება შესაბამის გაზგამანაწილებელ სადგურებში. მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე ნავთლუღის გაზგამანაწილებელ სადგურში და ასევე, გომარეთის (დმანისის რაიონი), მუხრანის (მცხეთის რაიონი), კასპისა (კასპის რაიონი) და აგარის (ქარელის რაიონი) გაზგამანაწილებელი სადგურების მიმართულებებით.

ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება დასავლეთ საქართველოშიც. კერძოდ, გაზგამანაწილებელი სადგური - ლაითურისა (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ლაითური) და აჭარის გამზომი კვანძის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გვარა) მიმართულებით.

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ოდორანტის ტრანსპორტირება განხორციელდება გაზგამანაწილებელი სადგურების - აჯამეთის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი აჯამეთი), ზოვრეთის (ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოვრეთი), ზუგდიდის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ცაიში), ქვიშანჭალასა (აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელი მარანი) და სენაკის (სენაკის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალსოფელი) მიმართულებებით.

აქედან გამომდინარე, შესაძლოა ოდორანტის ტრანსპორტირების პროცესში, დაფიქსირდეს აღნიშნული ნივთიერების მკვეთრი სუნი. თუმცა, ეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. სავარაუდო დისკომფორტის გამო, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42