„მეიქათონის“ ფარგლებში, ინოვაციური პროექტების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საზოგადოება - 10:04, 29 Sep, 2016     1449
სასტუმრო „ბილთმორში“, თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურს „მეიქათონ“- ში გამარჯვებულები გამოავლინეს. დაჯილდოვების ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო და კონკურსანტებს სიტყვით მიმართა. კონკურსში, რომლის თემატიკაც წელს „ქალაქის ურბანული ელემენტი იყო, 15 გუნდი მონაწილეობდა. კონკურსანტებს ამ თემაზე საკუთარი ინოვაციური პროექტები უნდა წარმოედგინათ, რომლებზეც მუშაობა და ყალიბების დამზადება მუნიციპალურ Fab Lab-ებში გაგრძელდა.

წარმოდგენილი 15 პროექტი სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა და სამი საუკეთესო იდეა გამოავლინა. პირველი ადგილი ინოვაციურმა წყლის დასალევმა სვეტმა აიღო, რომელიც შშმ პირებისთვისაა გათვლილი. მეორე ადგილზე პროექტი „ინტელექტუალური ხე“ დასახელდა, რომელიც ღია ცის ქვეშ, თავისუფალ ბიბლიოთეკას წარმოადგენს. მესამე ადგილი კი კედლის დეკორატიულ ელემენტს, წარწერა „თბილის“-ს ერგო.

როგორც გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, შემოსული იდეებიდან, შესაძლოა, ქალაქში რამდენიმე მათგანი რეალურად განხორციელდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია ის, რომ „მეიქათონ“-ში მონაწილე ახალგაზრდებმა საკუთარ პროექტებზე ჩვენს Fab Lab-ებში იმუშავეს, რომლებშიც არაერთი ახალგაზრდა იღებს პრაქტიკულ გამოცდილებას და ხორცს ასხამს ახალ პროექტებს. Fab Lab-ები გახლავთ ინოვაციური ლაბორატორიები, სადაც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. ამასთან, ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან პროდუქტი, რომლითაც შემდგომში ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, შესაბამისად, ინოვაციური ლაბორატორია Fab Lab-ი მათთვის, მართლაც რომ, საუკეთესო წამოწყება და შესაძლებლობაა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერის შეფასებით, წლერევანდელმა „მეიქათონმა, რომლის თემატიკაც „ქალაქის ურბანული ელემენტი“ იყო, გაამართლა. დავით ნარმანიამ, პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42