„დედაჩემმა თქვა მე რატომ არ დამემართა და შენ დაგემართაო, ეს იყო ჩემთვის ძალიან მძიმე პერიოდი“ - ამბობს „ნანუკას შოუს“ სტუმარი სანდრა რულოვსი და 6 წლის წინანდელ ისტორიას იხსენებს.
სანდრა რულოვსი: „ეს 2011 წელს იყო, მამოგრამა გადამიღეს და მარჯვენა მხარეს პატარა თეთრი წერტილები დაფიქსირდა. აქ მითხრეს ევროპაში მაინც გადაამოწმეთო. იქ ნულოვანი სტადია დამიდგინეს. ექიმმა მითხრა ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც ვურჩევთ ქალს ძუძუ მოიკვეთოს, რადგან არ ვიცით პრობლემა რამდენ ხანში და როგორ განვითარდება , როდის გადავა პირველში, მეორე სტადიაშიო. ძალიან გავნერვიულდი, მითხრეს რომ შემეძლო გამეკეთებინა პროტეზი, გავიგე ისიც რომ მეორეზე რომ არ გადასულიყო ზოგი ორივე ძუძუს იკვეთდა.
ეს ის ზაფხულია როდესაც სტინგი ჩამოვიდა საქართველოში და მე ვთქვი,რომ ამ საქველმოქმედო კონცერტის თანხით ძუძუთი და საშვილოსნოს ყელის კიბოთი დაავადებულ ქალებს უნდა დავხმარებოდით.
მე ოპერაცია გავიკეთე, ეს იყო ძალიან მძიმე. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მერე ნელ-ნელა შევეჩვიე და გადავლახე. ვფიქრობ, რომ ამ ამბავმა უფრო გამაძლიერა. ორივე ძუძუ მოიკვეთო ეს არის რაღაც „ბომბასავით“ შენს ცხოვრებაში.“
მასალის გამოყენების პირობები






