ხარაგაულში გაფიცულმა მუშებმა გვირაბის შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს
საზოგადოება - 15:23, 28 Sep, 2016     1976

ხარაგაულის სოფელ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის გაფიცულმა მუშებმა გვირაბის შესასვლელის პიკეტირება მოახდინეს

გაფიცულების ინფომაციით, გვირაბი დღეს გადაკეტეს და მძიმე ტექნიკას არ აძლევენ გვირბში შესვლის საშუალებას.

"ადამიანები ჩვეულებრივად გადაადგილებიან მათ არ ვუშლით შესვლას, თუმცა მძიმე ტექნიკა ვერ შევა გვირაბში", - აღნიშნავს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის აპარატის უფროსი, პაატა ნინუა.

გვირაბს ჩინური კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" აშენებს, რომელიც "საქართველოს რკინიგზის" კონტრაქტორია.

გაფიცულების განმარტებით პიკეტირების აუცილებლობა გამოიწვია კომპანიის მხრიდან მუშების მოთხოვნების მიუღებლობამ. მუშები თვეში 26 სამუშაო და ოთხ დასვენების დღეს ითხოვენ ანაზღაურების შენარჩუნების პირობით. თუმცა კომპანია ამ დათმობაზე არ მიდის და არასამუშაო დღეში თანხას უქვითავს მუშებს.

ზვარეში გაფიცულ მუშებსა და დამსაქმებელს შორის მედიაციას ჯანდაცვის სამინისტრო უწევს, თუმცა გაფიცულები ამბობენ, რომ ამ მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით შედეგი არ გამოიღო.

ზვარეში, გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები მძიმე და გაუსაძლიის სამუშაო პირობების გამო 19 სექტემბერს გაიფიცნენ.

ისინი დამსაქმებელს პირობების გაუმჯობესების მოთხოვნას უყენებენ.

გაფიცულების თქმით პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე დამსაქმებლები მუშების მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42