1-2 ოქტომბერს კიევში რიგით მეხუთე „თბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე“ გაიმართება
საზოგადოება - 14:33, 28 Sep, 2016     1897
1-2 ოქტომბერს კიევის ცენტრში სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება "გეორგიას", უკრაინის ქართველთა ასოციაცია "იბერიელის" და პიარ-სააგენტო "G.E.M."-ის ორგანიზებით ქართულ-უკრაინული მეგობრობის ფესტივალი „თბილისობა ანდრეევსკის დაღმართზე“ გაიმართება.

ორი დღის განმავლობაში თეატრ "კოლესოს" მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სცენაზე სტუმრების წინაშე წარსდგებიან ქართველი და უკრაინელი არტისტები: ჯგუფი „სოლომია“, ანსამბლები „იბერიელი“ და „იბერია“, „ქართული ხმები“, შმაგი თაღიაშვილი, ბალეტი „Georgia”. ასევე გაიმართება საცეკვაო ფლეშმობი, რომელში მონაწილეობასაც ფესტივალის სტუმრები შეძლებენ.

პარალელურად, ივანე კავალერიძის სახლ-მუზეუმში გაიმარეთება ქართველი მხატვრების მაკო ბათიაშვილის, ლევან მინდიაშვილის, ირაკლი ბუღიანის, ნიკა სანხაბერიძისა და მაია სუბმაძის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 9 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფესტივალის პირველივე დღეს სტუმრებს საშუალება ექნებათ იქვე მიიღონ მონაწილეობა ლიტერატურულ საღამოში.

ორი დღის განმავლობაში დაინტერესებულთათვის, ბულგაკოვის სახლ-მუზეუმში სტუმრებს დიდი უკრაინელი მწერლის საქართველოსთან კავშირზე მოუთხრობენ.

მოგზაურობის მოყვარულებს, ქართული კურორტების შესახებ სასტუმრო „ვოზდვიჟენსკის“ ეზოში უამრავ საინტერესო ინფორმაციას მიაწვდიან, სადაც ასევე საუკეთესო ქართული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად გაიმართება უამრავი მასტერკლასი, პერფორმანსი სიზმრების მუზეუმისგან.

ცნობისთვის, საქართველოს ისტორიასა და კულტურაში მეტად გარკვეულებს შანსი ექნებათ მოიგონ საგზური საქართველოში კომპანია „ილვი ტურისგან“, ან ბილეთი თბილისში, ფასდაკლებასთან ერთად ავიაკომპანია „Atlas Global“-ისგან.

ფესტივალი გაგრძელდება ორი დღის განმავლობაში 01.10 სთ-დან 02.10 სთ-ის ჩათვლით. პროგრამა 12:00-დან 19:00-მდე გაგრძელდება.

ღონისძიებების მხარდამჭერია საქართველოს საელჩო უკრაინაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42