ისანში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა
საზოგადოება - 14:17, 28 Sep, 2016     2657
ისნის რაიონში, ახალაშენებულ №37 საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. ონაშვილის ქუჩის №1-ში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცთან და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა.

დავით ნარმანიამ პატარებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ახლადგახსნილი ბაღი სტუმრებთან ერთად დაათვალიერა.

„დღეს მორიგი ახალი საბავშვო ბაღი გავხსენით, რითაც 500-მდე ბავშვი გავახარეთ. რაც მთავარია, უბანში მთლიანად მოგვარდა პრობლემა, რომელიც ამ ადგილზე ბაღის დახურვის შემდეგ, წლების განმავლობაში, აქტუალური იყო. ამ ახალი საბავშვო ბაღის გახსნის შემდეგ აქ მცხოვრები არცერთი ბავშვი ბაღის გარეშე არ დარჩება. ეს არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი ბაღი, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ პატარები ღირსეულად, ყველა წესის დაცვით აღიზარდონ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

№37 ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ შვიდი ბაღიდან, რომელთა მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. ორსართულიანი ბაგა-ბაღი წინა წლებში დახურული ბაღის ადგილზე აშენდა.

2300 კვ.მ-ზე განთავსებული საბავშვო ბაგა-ბაღი სკოლამდელი განათლებით 480 ბავშვს უზრუნველყოფს. ბაღში შექმნილია აღსაზრდელთა 12, მათ შორის, 3 ბაგას ჯგუფი.

შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

მიმდინარე წელს, აღნიშნული ბაღის ჩათვლით, თბილისს 6 ახალი ბაღი შეემატა. კიდევ ერთი საბავშვო ბაღი, დედაქალაქში, ოქტომბერში გაიხსნება. ამასთან, შემოდგომაზე 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42