გიორგი კიკონიშვილი: „ახალგამოჩეკილი ქართველი ნაციონალისტ-ფაშისტების ამბავი საერთოდ არაა სასაცილო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი საშუალო ასაკი 17-20 წელია.
ისმის კითხვა: ვინ დაამუშავა ეს ახალი თაობის ფაშისტები და ვის უნდა ამ ლაწირაკების გამოყენება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ? რას აკეთებენ ძალოვანი სტრუქტურები ამ დროს?
და მეორე: სად იყო სახელმწიფოც და საზოგადოებაც, სანამ ამათ ავაზაკები ტვინს ურეცხავდნენ? სად უნდა იყვნენ ახლა ეს თინეიჯერები? სად უნდა გეგმავდნენ თავიანთ განათლებას და მომავალს? სად უნდა ფიქრობდნენ თავის შეყვარებულებზე? მეგობრებზე? სექსზე? სად უნდა ერთობოდნენ? სად ჰქონდათ გართობის და შემეცნების საშუალება?
კარიკატურულები ნამდვილად არიან, ეს ნიღბები და შავი ტანსაცმელიც ძაან სასაცილოა, ამიტომ მიჭირს სერიოზულად აღვიქვა თავად ეს პატარა ლაწირაკები.
აი ამათ უკან ვინც დგას, ის კი ნამდვილად ჩამოსაკიდია ერთი ადგილით.“
შეგახსენებთ, რომ „ქართული ძალის”, “ბერგმანის”, “დინამო ულტრასის”, “ედელვაისისა” წევრებმა დღეს საღამოს თბილისის ქუჩებში მსვლელობა მოაწყეს შეძახილებით “ქართველები საქართველოსთვის”, "დიდება ერს, სიკვდილი მტერს", ამასთანავე აღმაშენებლის გამზირზე თურქულენოვანი ბანერები ჩამოყარეს და ზედ გადაუარეს. პოლიციასა და მსვლელობის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც დაკავებული იქნა აქციის 10 მდე მონაწილე.
მასალის გამოყენების პირობები






