„სად იყვნენ აქამდე ან ასე უცებ როგორღა გაჩნდნენ, ასე ორგანიზებული, ასეთი უტიფარი და ექსტრემისტული ?“ - კითხულობს დავით დეფი და ოცნების გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს შემდეგ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
დავით დეფი: „თუ ივანიშვილს, რუს ოლიგარქს ერთი შანსი მაინც დარჩება 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავისი სიბილწე ამ ქვეყანაში გაიხანგრძლივოს, მაშინ საქართველო, როგორც თავისუფალი სახელმწიფო განადგურდება.
ძალიან დიდი ხნით განადგურდება. ქართული თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო დაიშლება და არსებობას შეწყვეტს. გახდება ისეთივე სანაგვე, როგორც თვითონ რუსეთია.
უკვე მეხუთე კოლონაზეც აღარაა ლაპარაკი და არც "ქართული ოცნება"-ზე ან "თვალახელილი" არამზადა კომუნისტებზეა საქმე ვინც "ქართული ოცნება"-ს გამოეყვნენ, მსგავსი სიბლიწე საქართველოში ვინმეს უნახავს როგორიცაა, ეს პირდაპირი რუსული აშკარა ნაცისტური დაჯგუფებები?
სად იყვნენ აქამდე ან ასე უცებ როგორღა გაჩნდნენ, ასე ორგანიზებული, ასეთი უტიფარი და ექსტრემისტული ე.წ. “ქართული ძალა”, ე.წ. “ბერგმანი”, ე.წ. “დინამო ულტრასი”, ე.წ. “ედელვაისი”?
გუშინ საღამოს თბილისის ქუჩებში მათი მსვლელობა შეძახილებით “ქართველები საქართველოსთვის”, "დიდება ერს, სიკვდილი მტერს" ნუთუ ნიშანი არაა, გნებავს დასავლეთისთვის გნებავს ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ეს კიდევ უფრო დიდი საზიზღრობის მხოლოდ დასაწყისია?“
მასალის გამოყენების პირობები






