"სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა"- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება
საზოგადოება - 15:46, 27 Sep, 2016     2037
მიუხედავად ჯვართამაღლების დღესასწაულისა, ”27 სექტემბერი” რჩება უდიდეს ტრაგედიად საქართველოს უახლეს ისტორიაში.

23 წლის წინ, 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 23 წლის წინ გამოდევნეს საქართველოს ერთიანობისათვის თავგანწირული ქართველობა აფხაზეთიდან. 23 წელი გავიდა, რაც სამშობლოს ერთიანობის დასაცავად განგმირული ჩვენი ბიჭები, მამა-პაპათა მიტოვებული საფლავები ენგურს გაღმა ძირძველ ქართულ მიწაზე ჭირისუფლის გარეშე განისვენებენ. 23 წელია ადგილის დედა გვიხმობს აფხაზეთში, მაგრამ დიდი ჩრდილოელი ოკუპანტის აგრესიული ძალისხმევით და დამნაშავე სეპარატისტული რეჟიმის მხარდაჭერით, აფხაზეთის ქართველობა ჯერჯერობით ენგურისა თუ ფსოუს მისადგომებიდან მშობლიური მიწა-წყლისკენ მხოლოდ ცქერით იკლავს ან პირიქით, კიდევ უფრო იმძაფრებს არაადამიანურ ნოსტალგიას!

და მაინც, შინ დაბრუნების იმედი არ კვდება, ის ცოცხლობს! ცოცხლობს, რადგან ყველა პატრიოტის გულში, იქნება ის აფხაზეთის თუ დანარჩენი საქართველოს მკვიდრი, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, კანონზომიერების გათვალისწინებით თუ იდუმალი ძალის შემწეობით, მყარად აქვს ფესვი გადგმული რწმენას, რომ აფხაზეთში დაბრუნება, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, გარდაუვალია.

ეს განწყობა იყო დომინანტი დღესაც, როცა სხვადასხვა სტატუსის მქონე საზოგადოებამ, როგორც ხელისუფლების მაღალი ეშელონების, ასევე ცალკეული ოპოზიციური ძალის წარმომადგენლებმა, რიგითმა ადამიანებმა, ახალგაზრდებმა ყვავილებით ხელში მიაგეს პატივი აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალს დედაქალაქსა თუ რეგიონებში.

გამონაკლისი არც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წევრები ყოფილან. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გმირთა მემორიალის შემდეგ, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ყვავილების გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის, ომის ბოლო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ჟიული შარტავას საფლავი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42