ფონიჭალაში განახლებული ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა
საზოგადოება - 15:28, 27 Sep, 2016     1743
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცთან და მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან ერთად, ფონიჭალაში განახლებული ახალგაზრდული ცენტრი გახსნა. ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

ცენტრი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს დაგეგმონ და სწორად მართონ თავისუფალი დროის ნაწილი, არაფორმალური განათლება მიიღონ სხვადასხვა სფეროში.

ახალგაზრდულ ცენტრში ფუნქციონირებს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სპორტული მიმართულება. ცენტრი, პირველ ეტაპზე, ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, მუსიკა, ფერწერა, გრაფიკა, IT-ინჟინერია და გრაფიკული პროგრამები უფასოდ შეისწავლონ.

დავით ნარმანიას განცხადებით, აღნიშნული ცენტრის გახსნით, თბილისის მერმა შეასრულა ყველა ის წინასაარჩევნო დაპირება, რაც ფონიჭალის მოსახლეობისთვის ჰქონდა მიცემული.

„ახალგაზრდული ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ვინაიდან ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება დაკავდნენ სხვადასხვა სპორტული აქტივობებით, შეისწავლონ პროგრამირებასთან დაკავშირებული რამდენიმე მიმართულება და თავად შეძლონ საკუთარი უბნის განვითარების პროექტების მომზადება. ცენტრში არის შეხვედრების ოთახი, საინფორმაციო სივრცე, სადაც ძალიან ბევრი აქტივობის შესაძლებლობა იქნება. დაინტერესებული პირების რეგისტრაცია მალე დაიწყება და მათი ინტერესებიდან გამომდინარე მომზადდება ის ძირითადი პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ისინი გადამზადდებიან“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ცენტრის რეაბილიტაციისთვის თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 205 000 ლარი გამოიყო, რითიც შენობის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა და თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით აღიჭურვა. განახლებული სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებულია.

ახალგაზრდული ცენტრი დღის განმვალობაში 100 ახალგაზრდას მოემსახურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42