"ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანება - ატყუებს თუ არა სამინისტრო გადამზიდველებს და საზოგადოებას?"
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:00, 08 May, 2013     711

 

 

ფინანსთა მინისტრის ახალი ბრძანება -

ატყუებს თუ არა სამინისტრო გადამზიდველებს და საზოგადოებას?

 


"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის" ცნობილი გახდა, რომ დღეს ფინანსთა მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც უქმდება ადრე მიღებული რეგულაციები, რომელთა აღსრულების შედეგად მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ ადგილობრივ მცირე და საშუალო გადამზიდველებს (იხილეთ ჩვენი ბლოგპოსტი) და უპირატეს მდგომარეობაში იქნა ჩაყენებული ,,საქართველოს ფოსტა"". აღმაშფოთებელი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფინანსთა სამინისტრო აღირებს რომ იანვარში მიღებული ეს რეგულაციები გაუმართლებელია, მათი გაუქმება ხდება არა მყისიერად არამედ მხოლოდ 2014 წლის 1 იანვრიდან, მაშინ როდესაც ბაზარზე მცირე და საშუალო გადამზიდველები სავარაუდოდ აღარც იარსებებენ.

შეგახსენებთ, რომ ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"" თავიდანვე აკრიტიკებდა ფინანსთა სამინისტროს მიერ ამ ყოვლად გაუმართლებელი რეგულაციების შემოტანას. ორგანიზაციამ საჩივარიც შეიტანა სასამართლოში აღნიშნული ბრძანების გაუქმების მოთხოვნით. 29 აპრილს სასამართლო სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ სადავო აქტში ცვლილებების განხორციელების შემდგომ აღარ იარსებებდა დავის გაგრძელების საჭიროება. ამ არგუმენტით ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომის გახსნისთანავე იშუამდგომლეს პროცესის 2 კვირით გადადებაზე. ასევე, ფინანსთა სამინისტრომ პირობა დადო, რომ მოაგვარებდა მომჩივანი გადამზიდველების პრობლემას და მათ ნორმალურად მუშაობის შესაძლებლობას მისცემდა.

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს"" მიაჩნია, რომ ხელმოწერილი ბრძანების 2014 წლის 1 იანვრიდან ძალაში შესვლა არ წარმოადგენს პრობლემის მოგვარების მცდელობას და არის როგორც გადამზიდველების, ისე – საზოგადოების მოტყუება, ვინაიდან:

მომავალი 8 თვის განმავლობაში ამ ბაზრიდან პრაქტიკულად განდევნილი იქნება ყველა მცირე და საშუალო მეწარმე, მათ მიყენებული ექნებათ სერიოზული ფინანსური ზიანი და აღარ ექნებათ ბაზარზე დაბრუნების პერსპექტივა. ამ დროის განმავლობაში კი ბაზარზე უპირატეს მდგომარეობას საბოლოოდ განიმტკიცებს "საქართველოს ფოსტა";
მომავალი 8 თვის განმავლობაში ასევე ძალაში რჩება ის საბაჟო რეგულაციები, რომლებიც მიღებული იქნა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით. მათი ძალაში დატოვება კი ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონმდებლობას და შეუსაბამობაში მოდის საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან;
ამასთან ერთად, არათანმიმდევრულია თავად ფინანსთა მინისტრის მიერ დღეს ხელმოწერილი ბრძანება, რომელიც საბაჟო ადმინისტრირების კონკრეტული წესების სავარაუდო გაუქმების შესახებ 8 თვით ადრე გამოიცემა, მაშინ როცა იმავე საბაჟო ადმინისტრირების წესების ამოქმედება პრაქტიკულად შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნებიდან 6 დღეში მოხდა.

მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს მყისიერად გააუქმოს 2013 წლის იანვარში მიღებული ბრძანება და იმოქმედოს მცირე და საშუალო გადამზიდველების ინტერესების დასაცავად.

ცნობისათვის, სასამართლოს მორიგი სხდომა 14 მაისს გაიმართება, სადაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" დაზარალებული გადამზიდველების კანონიერი ინტერესების დაცვას გააგრძელებს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42